ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / -„ დადეთ მანდატები და აქშ“..„30 ათასი ლარის საფასურად გამოუშვეს მელია! არ გარბოდა, ანუ?პარლამენტში დაარიგებდა 30 ათასს, გეთქვათ!…“

-„ დადეთ მანდატები და აქშ“..„30 ათასი ლარის საფასურად გამოუშვეს მელია! არ გარბოდა, ანუ?პარლამენტში დაარიგებდა 30 ათასს, გეთქვათ!…“

რუბრიკა „გასაგიჟებელი ფეისკომენტარებიდან“
თამო კეშე…თამო კეშელავას პოსტიდან
„პროკურატურამ პარლამენტი გააბახა!

შევიდა ქვეყნის პროკურატურა, ქვეყნის პარლამენტში და სიტყვაზე მენდეთ, მელია რომ ქვეყნიდან გაიქცევა, სისხლის სამართლის დანაშაულიც რომ ჩაიდინა – მაგის საბუთი მაქვს და მოსამართლეს ვაჩვენებო!
მისცა პარლამენტმა პროკურატურას!
მელიაც მისცა პარლამენტმა პროკურატურას!
30 ათასი ლარის საფასურად გამოუშვეს მელია!
არ გარბოდა, ანუ?
არც მძიმე დანაშაულისთვის დააკავეთ, ანუ?
იქვე, პარლამენტში დაარიგებდა 30 ათასს, გეთქვათ!
რა ღირს, პარლამენტში გახდა, კიკუ?
როგორ ახვედი კიკუ თუმნიდან 30 ათასზე?
ხოო, მართალია, ის თუმანი სჯობდა!
ლარიც გაბახებულია!
აქეთ მთავრობამ, ჩემი ქვეყნის შს მინისტრი გამიბახა!
არ გაუცია ბრძანებაო, სპეცრაზმი თავზე გადაახტაო!
დილამდე დასდევდნენ ადამიანებს და ცემდნენ და პირდაპირ ეთერში გვაჩვენებდნენ და როგორ იყო?
შს მინისტრი რაციაში ყვიროდა ღამის პირველი საათიდან დილის 7 საათამდე – არ ისროლოთო და არ უსმენდნენ?
აბა?
ტელეფონზე ურეკავდა თანამშრომლებს და არ პასუხობდნენ?
ღამის პირველის წუთებიდან დილის 7 საათამდე თუ “ნადირობა” ვერ შეაჩერა შს მინისტრმა – ბრძანებაგაუცემელი ნადირობა – რაღა შს მინისტრია?
მერე გავრილოვმა კობახიძე და ბახტაძე გააბახა – თქვენი მთავრობა მეაჯებოდა პარლამენტში მოსვლასო! და საგარეო საქმეთა მინისტრი არც ახსენა!
მერე ამერიკამ – მთავრობის კოლმეურნეობის სხდომა გააბახა და არც იმან ახსენა საგარეო საქმეთა მინისტრი!
არ გვყავს მგონი საგარეო საქმეთა მინისტრი!
ამასობაში, ბედუკაძემ, გმირმა, ვიდოების ციხიდან გამომტანმა ბედუქაძემ, რუსეთს სთხოვა, ტანკებით შემოდიო!
ამასობაში, ძალოვანი სისტემის კადრს თვალი დაუზიანდა, ოპერაცია გავუკეთეთ წინა დღეს საქართველოში და მეორე დღეს სახვევის, სათვალის გარეშე, მარტო დავსვით თვითმფრინავში და სტამბულში გავაგზავნეთ საოპერაციოდო!
აუზი არის საავადმყოფოში?
შეზლონგი?
მასობაში, მელიას სანამ იჭერდნენ და ვერ დაიჭირეს, პასუხისმგებელი ვინ არის დარბევისას ძალის გადამეტებაზე?
მამიკონამ ხო თქვა ძალის გადამეტება იყოო.
ამასობაში, ბოკერია და ჩერგო რო გამოადგა მამიკოს, ისე ქოცები არ გამოდგომიან!
ამასობაში, დოლარი რო სამზეა და ვალუტის ჯიხურებში, დოლარის დეფიციტია, ვინ არი ღორიო, ვინ იყიდა ბევრი დოლარიო? ვინ გაყიდის იმ დღეს, როცა გაიგებს, რომ კურსი რეგულირებას დაიწყებსო?
ამასობაში, უკრაინელმა ხალხმა, თავისი განცხადებებით რუსეთის მიმართ, ქეთი დოლიძეები და რობერწ სტურუები გაგვიბახა!
მაგრამ, ეგ არ მადარდებს!
მე ის მადარდებს, მთელი მთავრობა რომ ერთ კვირაში გამიბახეთ, თავისი ძალოვანი სტრუქტურიანად!
მე ის მაინტერესებს – ყველანი რო ერთად გაბახდით – ეს არაა გადატრიალება?
მა, რა ჯანდაბაა?
ქვეყნის ყველა სამთავრობო სტრუქტურის ჩამოშლა, მიზანმიმართული დამცირება და შინ თუ გარეთ, ქვეყნის რეპუტაციის გასწორება – სახელმწიფო გადატრიალება არ არის?
მა, რა ჯანდაბაა?
ამდენი არგუმენტი კი არ ჰქონია პროკურატურას, მელიასთვის მანდატის მოხსნას რომ ითხოვდა!
ამდენი არგუმენტი, ახლა რაც ჩამოვთვალე – არ ჰქონია პროკურატურას!
ხოდა, .დადეთ მანდატები და აქშ“….-წერს ტამო კეშელავა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია, აბსოლუტურად წარმოუდგენელი, ტელეკომპანია აუცილებლად გმაოიყენებს გასაჩივრების შესაძლებლობას“-ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com