ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / დაბრუნდით ემიგრანტები თქვენს ოჯახებშიო, თუ გაუსაძლის პირობებში ხართ, არავინ იცის, ამ ერთი შეხედვით სითბოთი სავსე სახლში ვის რა ელოდება?!

დაბრუნდით ემიგრანტები თქვენს ოჯახებშიო, თუ გაუსაძლის პირობებში ხართ, არავინ იცის, ამ ერთი შეხედვით სითბოთი სავსე სახლში ვის რა ელოდება?!

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 ემიგრანტის წერილი:

„ხშირად ვკითხულობ თქვენს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებს, მეც გადავწყვიტე ჩემი ამბავი მოგიყვეთ იმიტომ კი არა, რომ ჩემი ცხოვრება სხვების გასარჩევი გახდეს, არამედ იმიტომ რომ პასუხი გავცე იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ “ემიგრანტები თუ გაუსაძლის პირობებში ხართ, ადექით და დაბრუნდით-ო”.

 

 

 

 

10 წელი საბერძნეთში ვიცხოვრე, სულელივით რასაც ვიღებდი ბოლო კაპიკამდე სახლშ ვაგზავნიდი, აბა ქმარს არ გაუჭირდეს, აბა შვილს არ მოშივდეს, ერთი შვილი მყავს, ფუფუნებაში გამოვზარდე, გაჭირვება არ უგვრძნია, დაოჯახდა და ორი შვილის მამაა უკვე. ჩვენი სოფელი ქუთაისთან ახლოსაა, მაღლაკი თუ გაგიგიათ, იქ დიდი სახლი გვაქვს, გავარემონტე, მაგრამ ჩემს შვილს და რძალს მაქსიმალურად შევუწყე ხელი რომ ქუთაისში ბინა ეყიდათ და ცალკე გადასულიყვნენ, ვიფიქრე თავისთვის ერჩივნებათ-მეთქი, ჩემი დედამთილი და ჩემი ქმარი ჩემს ჩამოსვლამდე ერთმანეთს მიხედავენ და ამასობაში მეც დავბრუნდები, სოფელს მივხედავ და ჩემს შვილსაც იქედან შევუწყობ ხელსთქო.

ვაწყობდი გეგმებს და მთელი ოჯახი მეხმარებოდა, სამი წლის წინ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა. დიაბეტი დამიდგინეს, მოგეხსენებათ დიაბეტი რა საშინელი დაავადებაა, ყველაფერი თავის დროზე ჭირდება, ჭამა, წამალი, ძილი…  ნელ-ნელა ძან გამიჭირდა თვითონ ავადყოფს ავადმყოფი მოხუცისთვის მიმეხედა. ავიღე ბილეთები და დავბრუნდი სახლში.

 

 შინ დაბრუნებულს არაჩვეულებრივი დახვედრა მომიწყო შვილმაც, რძალმაც, ქმარმაც და დედამთილმაც. დაახლოვებით ერთი წელი ოჯახურ იდილიაში ვცხოვრობდით. მერე მოგვაკლდა ფული და დაიწყო კოშმარები. მთავარი პრობლემა ჩემი ავადმყოფობა იყო, იმის გამო რომ საბერძნეთის მოქალაქეობა მქონდა, ის მკურნალობა რაც დიაბეტიანებს საქართველოში უფასოდ ეკუთვნით ჩემთვის საკმაოდ სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული.
ჩემს მეუღლეს ვთხოვე ეს მანქანა გავყიდოთ შედარებით იაფიანი ვიყიდოთ-მეთქი და იმ თანხას გამოვიყენებ სამკურნალოდ-თქო და ისეთი უარი მსტკიცა, გეგონებოდა ადამიანის მოკვლას ვთხოვდი. ჩემი შვილიც არ მკითხავდა ხოლმე, დედა რამე ხო არ გჭირდებაო…
სულ იმას იძახოდა ვეღარ ვწვდები ჩემი ხელფასით ჩემს ოჯახს, ბავშვებს ძალიან ბევრი სჭირდებათო… ჩემ ქმარს თავისი ხელფასი სად მიჰქონდა ვერ გეტყვით, ვკითხავდი და ჩემს საქმეში ნუ ერევიო. ეჭვები მქონდა რომ ვიღაც ჰყავდა და ჩემი ეჭვებიც გამართლდა.

 

ჩემს  ერთ-ერთ ემიგრანტ მეგობარს ვუყვებოდი ჩემს ამბებს, მეუბნებოდა ადექი და წამოდი,მანდ რა გაჩერებსო. ვერ ვბედავდი წასვლას, ჯანმრთელობაც აღარ მიწყობდა ხელს, თან სამსახურებიც აღარ იშოვებოდა ადვილად. მაგრამ ერთ დღეს მე და ჩემს მეუღლეს კამათი მოგვივიდა და ხელითაც შემეხო, საერთოდ რას მოეთრეოდიო. გამანადგურა, მიწასთან გამასწორა, იმ საღამოსვე გამოვვარდი ჩემს შვილთან, ჩემი ქმრის მოქნეულმა მუჭმა თვალი გამიხეთქა,

სიმართლე არც ჩემი შვილისთვის დამიმალია, ვტიროდი, იქ აღარ დავბრუნდებითქო და  ძან მშიდად მიპასუხა, ერთი ორი დღით დარჩი აქ მერე გადაუვლის მამას და სახლში დაგაბრუნებსო! გადავიერიე, კიდე მამის მხარე რომ დაიჭირა, ჩემი რძალი უკეთესად მექცეოდა,  ვიდრე საკუთარი შვილი. დავურეკე ჩემს მეგობარს, ბილეთის ფული გამომიგზავნა და დავბრუნდი ათენში. ორი კვირა ისე შემიფარა და თავის ხარჯზე მაცხოვრა ერთი არ დაუწუწუნია.

სამსახურიც გამოჩნდა და ბილეთის ფულსაც არ იბრუნებდა უკან, შენს ჯანმრთელობას მოახმარეო. საბერძნეთში დაბრუნებულს დამიწყეს ოჯახიდან მოკითხვები, ბოდიშები, ზედმეტი მოგვივიდაო, ესაო ისა, ერთი წამითაც აღარ მიმიწევს გული უკან, მიუხედავად იმისა რომ სული მეწურება ჩემი შვილიშვილები ისე მენატრებიან. ერთი თეთრი აღარ გადამირიცხავს, თვეში ერთხელ ამანათებს ვგზავნი ბავშვებისთვის, ტანსაცმელს და სათამაშოებს.

ასე რომ ჩემო კარგებო, სანამ გვეტყვით, ემიგრანტები თუ გაუსაძლის პირობებში ხართ დაბრუნდით თქვენს ოჯახებშიო, არავინ იცის ამ ერთი შეხედვით სითბოთი სავსე სახლში ვის რა ელოდება!

წყარო;„განსხვავებული.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ხალხს სათესლე მასალა შემოეჭამა,500 ლარიანი ვაუჩერები გამოყონ“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში „ხალხს ამ მძიმე გაზაფხულის ფონზე სათესლე მასალა შემოეჭამა, სანამ სეზონია 500 ლარიანი ...