ახალი ამბები
Home / Uncategorized / გიორგი თევზაძე: „მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია- რომლებიც წარმოადგენდნენ ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელებს და ლიდერებს, მათი ღვაწლი წარუშლელია და დარჩება საქართველოს უახლეს ისტორიაში“

გიორგი თევზაძე: „მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია- რომლებიც წარმოადგენდნენ ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელებს და ლიდერებს, მათი ღვაწლი წარუშლელია და დარჩება საქართველოს უახლეს ისტორიაში“


 
2018 წლის 10 დეკემბერს, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით, გაიმარათა საინტერესო ღონისძიება გთემაზე ადამიანის უფლებები და „ფსიქიატრია- როგორც იარაღი ხალხის წინააღმდეგ“.

ღონისძიების მთავარი თემა იყო ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა კომუნისტურ ეპოქაში და საბჭოთა ფსიქიატრია, როგორც ხელისუფლების მიერ არაერთხელ გამოყენებული სადამსჯელო იარაღი განხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ. მერაბ კოსტავას მემორიალური სახლმუზეუმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით უმასპინძლა 1987 წლიდან ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელს, ეროვნულ მოძრაობაში ადამიანის უფლებების ჯგუფის ხელმძღვანელს , დღეს უკვე ცნობილ უფლებადამცველს გიორგი თევზაძეს, რომელმაც ვრცლად ისაუბრა თუ როგორ იყენებდა საბჭოთა იმპერია და მისი პარტიული მონეკლატურა ფსიქიატრიას როგორც სადამსჯელო ინსტრუმენტს განსხვავევული პატრიოტული იდეების და მოსაზრებების მქონე პიროვნებების წინააღმდეგ , რომლებსაც საზოგადოება დისიდენტებს უწოდებდნენ ,ისინი  საჯაროდ დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს, ამხელდნენ საბჭოთა სისტემის მანკიერ მხარეებს და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, და მოსახლეობას უნერგავდნენ ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტიზმს .

 გიორგი თევზაძემ გაიხსენა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას პიროვნება და ეროვნული მოძრაობის პერიოდის განვლილი წლეები,  ამასთანავე აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია რომლებიც წარმოადგენდნენ ეროვნული მოძრაობის სულის ჩამდგმელებს და ლიდერებ,  მათი ღვაწლი წარუშლელი დარჩება საქართველოს უახლეს ისტორიაში,  როგორც ერისთვის მებრძოლი და წამებული რაინდები.

ღონისძიებაზე ისაუბრა თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა ციცინო მაღლაფერიძემ, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა საბჭოთა რეჟიმის მიერ ფსიქიატრიის გამოყენების -საშვალება თავისუფლებისათვის მებრძოლი პიროვნებებისინააღმდეგ“, რაზედაც არაერთი საგულისხმო ფაქტები გაიხსენა, ღომისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგებლები და ახალგაზრდები და მედიკოსები.

***

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com