ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გუშინ სოფელ ხურვალეთთან, ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი დააკავეს,დაკავებულის ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია

გუშინ სოფელ ხურვალეთთან, ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი დააკავეს,დაკავებულის ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი დააკავეს.

თანასოფლელების განცხადებით, ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.

დაკავებულის ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის წარმომადგენლობა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. დაკავებულის ოჯახში დეტალების გასარკვევად გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტიტე თავზარაშვილი მივა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილის და ეკა ბესელიას შემდეგ კიდევ ერთმადეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა.შედეგად “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com