ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი და ყველას სურდა თავის თავზე ეთქვა, რომ მე გავათავისუფლეო-მთელმა საქართველომ და მსოფლიომ გაათავისუფლა ვაჟა გაფრინდაშვილი“

„გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი და ყველას სურდა თავის თავზე ეთქვა, რომ მე გავათავისუფლეო-მთელმა საქართველომ და მსოფლიომ გაათავისუფლა ვაჟა გაფრინდაშვილი“

არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს. გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი და ყველას სურდა თავის თავზე ეთქვა, რომ მე გავათავისუფლე. მერწმუნეთ, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ გაათავისუფლა. ამის დამალვა არ შეიძლება. წინა ქადაგებაზე მე ვთქვი, რომ გამიხარდებოდა თუ ოსები გაათავისუფლებდნენ. მოვუწოდეთ, ჩვენი შეისმინეს, ერის შეისმინეს და ოსებიც ჩარეულები იყვნენ იმ დღიდან. მეგობარი არასდროს მიმიტოვებია და ვაჟას ისედაც გამოვიხსნიდით. მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ ნუ დაიბრალებს. მადლობა განსაკუთრებით მოჭიდავეებს და ოს მოჭიდავეებს, იცის თავად ვიზეც ვამბობ, თავად ბიბილოვმაც იცის ვისზეც ვამბობ. ღმერთმა დალოცოს ის ხალხი იმიტომ, რომ ვაჟას იქ ყურადღება არასდროს არ მოკლებია. თავიდან თავის ნაცნობი ექიმი დაუდგა გვერდში. მიკროფონთან ყველაფრის თქმა არ შემიძლია, ბევრად მეტი ვიცი – როდის უშვებდნენ ისიც ვიცოდი,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადლობა მოჭიდავეებს გადაუხადა. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მანანა არჩვაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს ქმრის ნახვის უფლებას არ აძლევს

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ, ჩვენ­თვის მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტ­ნეს სრუ­ლი იზო­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­გორც მისი მე­უღ­ლის, ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com