ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  გურამ ჩალაგაშვილი:„ბიძინა ივანიშვილს  ვლანძღავდი, გავლანძღავ ახლაც, მივაყოლებ გახარია-თვალთხარიას“-

 გურამ ჩალაგაშვილი:„ბიძინა ივანიშვილს  ვლანძღავდი, გავლანძღავ ახლაც, მივაყოლებ გახარია-თვალთხარიას“-

 დღეს სასამართლო პროცესზე არასრული მტკიცებულებების წარდგენის გამო ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„საპატრულო პოლიციამ მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ანუ კამერის ჩანაწერი, ტექნიკური პრობლემა ჰქონია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს ყველაფერი ფარსია და უნდოდათ, ჩალაგაშვილი შეეშინებინათ. მოსახლეობას მინდა ერთი რამ ვუთხრა, თუ საკუთარ მანქანაში, უკანა სავარძელზე იქნებით დამჯდარი და ფანჯარა გექნებათ ჩამოწეული, მოინდომებთ სიმართლის თქმას, რომ  ბიძინა ივანიშვილი არის სისხლისმსმელი, მას აუგად მოიხსენიებთ, ამ შემთხვევაში, აუცილებლად, მესამე სართულზე, 50 მეტრში მდგარ კორპუსში ვიღაც გაიღვიძებს, გამოვა და იტყვის, რომ თქვენ ხართ დამნაშავე. ეს არის დღევანდელი სამართალი, სხდომა დარჩა მხიარული აცხადებს  გურამ ჩალაგაშვილი .

 დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო, რის გამოც, სხდომა გადაიდო.

„სამი თვეა ჩემზე  თვალთვალი ხორციელდება,  ბიძინა ივანიშვილს  ვლანძღავდი, გავლანძღავ ახლაც და იქამდე, ვიდრე ამ ხელისუფლების ხელისუფალი და სისხლისმსმელია, მივაყოლებ გახარია-თვალთხარიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

 

 

გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ მასზე სამი თვეა, თვალთვალი ხორციელდება.

„თუ ჯარიმა დამეკისრება, აუცილებლად ჩავდებ კონვერტში და ბიძინას ფოსტით გავუგზავნი, ბევრი ფული აქვს და გადაიხადოს. რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი იმის გაგრძელებაა, რაც სამი თვეა უკვე მიმდინარეობს. დაყვებოდნენ ირაკლი იქრუაშვილს და დაიჭირეს, მერე მე მომადგნენ. 3 თვეა, ყველგან ვამბობ, რომ სუს-ის მანქანა დამყვება. 3 დღეა, მანქანა გავყიდე და გაცოფდნენ, ვერ მიპოვეს. საბოლოო ჯამში, დაკავების დღეს, მოპირდაპირე მხარეს, მანქანიდან პატრულმა ეტყობა რაღაც შეტყობინება მიიღო, უცებ, მოატრიალა მანქანა და გაგვაჩერა. ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ მოწმე მესამე სართულზე ვერაფერს გაიგებდა, თან ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ეს მოწმე სმენადაქვეითებული ყოფილა. როგორ შეწუხდა, ვერ გეტყვით”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com