ახალი ამბები
Home / Uncategorized / გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებას არ ელის.

მისივე თქმით, სახლიდან სამართალდამცავებს კანონთან შეუსაბამო ნივთმტკიცება არ ამოუღიათ.

“ჩვენს სახლში ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს, ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება. საერთოდ, ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება 10 მცნებას. თუ 10 მცნებას ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთის და ვერც პუტინი ვერ დაგვიდგება წინ. ახლა ჩვენ მივდივართ განყოფილებაში. როგორც მე ვიცი, არ გვაკავებენ, უნდათ ჩვენი დაკითხვა, ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე – სასამართლოში მხოლოდ და ადვოკატთან ერთად. გამოვთქვამთ წუხილს, რომ არ აკავებენ და არ ჩხრეკენ ძალადობის ინიციატორებს „თბილისი პრაიდს“ და მედიატერორისტებს- ტელევიზიებს. არ მაქვს მოლოდინი, რომ დამაკავებენ, უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი მხრიდან და შეიძლება ჩვენც მოვმკვდარიყავით, ყველა მომკვდარიყო”, – მიმართა ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მაშველებისთვის ხალხს მოაქვს საჭმელი და სახელმწიფი კი 800 ლარზე მეტს არ უხდის როდესაც თვითონ პოლიტიკოს 3000 ლარზე მეტი აქვს ხელფასი

“მაშველებისთვის ხალხს მოაქვს საჭმელი და სახელმწიფი კი 800 ლარზე მეტს არ უხდის როდესაც თვითონ პოლიტიკოს ...