ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გუნდს სჭირდება ახალი გარანტიები, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი დარჩება“-„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი

„გუნდს სჭირდება ახალი გარანტიები, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი დარჩება“-„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი

 

 

„რუსთავის 2-ის” საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი – “კურიერი,” “პოსტ სკრიპტუმი,” საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები კიდევ ერთხელ მივმართავთ არხის ახალ მფლობელსა და ხელმძღვანელს, „რუსთავი 2“-ის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში წარმოიშვა სერიოზული შეშფოთება არხის სარედაქციო პოლიტიკისა და ქვეყანაში მედია გარემოს ცვლილების საფრთხის გამო.

ჩვენ, საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებელ, ობიექტურ და კრიტიკულ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროდუქტს, მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში არხის თანამშრომლებსა და მაყურებლებს სჭირდებათ რეალური გარანტიები, რომ „რუსთავი 2“ გააგრძელებს მუშაობას იმ გუნდით და იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომლის წყალობითაც არხი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ნდობის მაღალ სტატუსს და ნომერ პირველი ტელევიზიის სახელს ამ ქვეყანაში.

ბოლო წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და არხისენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ახალმა მფლობელმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლა არხის თანამშრომლებთან კონსულტაციების გარეშე.

ამ ვითარებაში გუნდს სჭირდება ახალი გარანტიები, თუმცა ამ დრომდე ჩვენ და ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა ახალი მფლობელისა და მის მიერ დანიშნული დირექტორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირება, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა დარჩება უცვლელი. ვინაიდან ახალი მფლობელის მხრიდან, მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია ამის დამადასტურებელი არც ერთი მექანიზმი, ჩვენ ვთავაზობთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების კონკრეტულ გეგმას“, – აღნიშნეს ჟურნალისტებმა.

რაც შეეხება გეგმას, ის სამი ნაწილისგან შედგება.

„აი, ჩვენი გეგმა. პირველი პუნქტი – მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ეკა გიგაური; საია – სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ – გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ – მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ – ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე – დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე – არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანბი და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, – განაცხადეს ჟურნალისტებმა.

⭕ LIVE➤ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები განცხადებას აკეთებენ

Posted by TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews on ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.  “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com