ახალი ამბები
Home / არჩევნები / „…. გულისრევით მოგვიწევს არჩევნების მეორე ტურზე მისვლა, ულვაშებიან ეგზოტიკას მივცემ ხმას და არა იმორალურ ავტოკრატ-ოლიგარქს …“-ლაშა ბუღაძე

„…. გულისრევით მოგვიწევს არჩევნების მეორე ტურზე მისვლა, ულვაშებიან ეგზოტიკას მივცემ ხმას და არა იმორალურ ავტოკრატ-ოლიგარქს …“-ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს დდა წერს, რომ არჩევნების მეორე ტურში ხმას გრიგოლ ვაშაძეს მისცემს.

„უკაცრავად და, მგონი, გულისრევით მოგვიწევს არჩევნების მეორე ტურზე მისვლა, მაგრამ მაინც უნდა მივიდეთ, ასეთი ნევროტული და მორალურად თვითმგვემი არჩევნები იშვიათად გვქონია, – ისევ ჩვენ, საწყალი ქართველი ხალხი რომ ვეძებთ გამოსავალს და ისევ და ისევ ჩვენ რომ ვაწყობთ გამოსავლის რაციონალურ კონსტრუქციებს, სადაც მთავარი ის არის, რომ ივანიშვილის უგვანი და სახიფათო აბსოლუტიზმი შემცირდეს როგორმე…

საკუთარ თავს წესად ვუქციე ამ ავტოთერაპიული მანტრის გამოერება: „შენ წახვალ არჩევნებზე და ხმას მისცემ არა შემოთავაზებულ ულვაშებიან ეგზოტიკას, არამედ იმას, რომ იმორალურ ავტოკრატ-ოლიგარქს ძალაუფლების ერთი რგოლი მაინც გამოაცალო!“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com