ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გუგუტიანთკართან რუსი ოკუპანტები აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს

გუგუტიანთკართან რუსი ოკუპანტები აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს

გამყოფ ხაზთან,  გორის მუნიციპალიტეტში, მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

„ ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.ძალზე ცუდ მდგომარეობაში ვართ. მეორე დღეა, აქტიურად გაჰყავთ ე.წ. საზღვარი, ახალი პერიმეტრი საკმაოდ შემოჭრილია ჩვენსკენ და ბაღების დიდი ნაწილი უკონტროლო ტერიტორიაზე რჩება. აღარ ვიცით, რა ვქნათ. 7 აგვისტოს დამონტაჟებულის გარდა, ახალი ბოძებიც მოიტანეს და ახლა ამაგრებენ. ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა ბერკეტი გამოიყენოს ამ პროცესის შესაჩერებლად”,-აცხადებენ  ადგილობრივი მცხოვრებლები.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„არ სცდილობდა ვინმეს დახმარება მიეღო- სიღრმეში მიდიოდა“

სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „პუბლიკასთან” ...