ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გრიპის ვირუსულმა ინფექციებმა იმატა

გრიპის ვირუსულმა ინფექციებმა იმატა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძისქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.

“მოგეხსენებათ, ზამთარია და ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპი აქტიურდება. დაახლოებით, 2 კვირაზე მეტია, რაც გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ფიქსირდება. მანამდე, რესპირატორული ვირუსები ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსის მიერ გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული სიმპტომები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თანდათან მოგვდის ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა იზრდება როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში. განსაკუთრებით, მიმართვიანობა ბავშვთა საავადმყოფოებში იზრდება. რიპი უმეტეს შემთხვევაში გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ 25-30% შემთხვევებში სერიოზული გართულებები გვაქვს. განსაკუთრებით, ბავშვთა და მოხუცთა ასაკში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამიტომ ამ ადამიანებისადმი არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გაატარონ. განსაკუთრებით, ეს არის მშობლებისთვის: როდესაც ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, საჭიროა, პედიატრისთვის მიმართვა”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„კორონავირუსით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 47 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და მალე სახლში გაეწერება“

„კლინიკაში ამ ეტაპზე 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com