ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს“-ანუ სხდომა დარჩა მხიარული“- დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა

„გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს“-ანუ სხდომა დარჩა მხიარული“- დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა

 

 

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეაძის  გამოსვლა შეაფასა:

სამი-ოთხი საათი ადამიანს კითხვებს ვუსვამთ, შეზღუდულ დროში ვცდილობთ მოსახლეობის კითხვების მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ და საბოლოო ჯამში საზრიანთა კლუბში კაპიტნების შეჯიბრი რომ არის – შეიკრიბებიან ერთ წუთში სათათბიროში და რაღაც პასუხები უნდა გასცენ, ისე დადგებიან, მერე გამოვლენ და აქ ხუმრობისთვის არიან მოსულები მგონი. ნახევარ კითხვებს პასუხს არ სცემენ, ნახევარს – როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და წყვეტენ – გაგვცენ თუ არა პასუხი. მე მქონდა კონკრეტული კითხვა, რომელიც მოსახლეობას ძალიან ადარდებს და პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ რა ქმედებაზე უნდა გადავიდეთ? შეფასება ამათ არ აქვთ, ორიანი რომ დავუწეროთ. გამოდის, რომ ისევ და ისევ გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვამთავრებთ ამ ჩვენს სხდომებს მხიარულად. მერე იძახით, რომ მაგარი ეფექტური სხდომები გვაქვსო, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქმარი(ვაშაძე) რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ცოლი(ანანიაშვილი) ამ დროს კრემლშია

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com