ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გორში ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლემ სამხედრო დანიშნულების ნივთი აღმოაჩინა

გორში ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლემ სამხედრო დანიშნულების ნივთი აღმოაჩინა

გორში, მდინარე ლიახვთან, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლემ სამხედრო დანიშნულების ნივთი აღმოაჩინა და 112-ში დარეკა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა შესაბამისი სამუშაოების ჩაატარეს.
მათივე ინფორმაციით, ჭურვი სასწავლო დანიშნულების იყო, თუმცა რომელ უწყებას ეკუთვნოდა და რა პერიოდით თარიღდება ფეთქებადი მოწყობილობა, ჯერ-ჯერობით უცნობია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულიხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამნაღმველებმა ჭურვი ააფეთქეს.

წყარო: “კვირა”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com