ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  გორში, სოფელ საყავრეს ტყეში ხანძარი კლავ მძვინვარებს

 გორში, სოფელ საყავრეს ტყეში ხანძარი კლავ მძვინვარებს

 

 გორის რაიონის სოფელ საყავრეს ტყის ხანძარის ქრობის სამუშოებში დილიდან სამი ვერტმფრენი ჩაერთვება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოებში ჩართული იქნება 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. გათენებისთანავე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. პირველადი ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა 40 ჰექტარზე, თუმცა მეხანძრე მაშველების აქტიური მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აჭარბებს. 22 აგვისტოს საღამოს 18:00 საათიდან ხანძრის ქრობის ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, მათ 6 გაფრენა განახორციელეს. ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი , საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

25 წლის მირანდა სხილაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირით დაიღუპა

  დიდი ტრაგედია ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალგაზრდა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com