ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის კერები ჩამქრალია

გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის კერები ჩამქრალია

გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის კერები ჩამქრალია.

ამ წუთებში კერებს როგორც ცოცხალი ძალით, ისე ვერტმფრენებით ამუშავებენ.სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ საღამოს ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და დაღამებამდე მათ 6 გაფრენა განახორციელეს.გუშინვე გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი დილიდან ჩაერთო.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყო 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება 40 ჰა. ფართობზე შეინიშნებოდა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აღემატება.

საყავრესთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთნენ გორის და კასპის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც.

ღამის განმავლობაში საყავრეში იმყოფებოდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com