ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 10 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 10 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 10 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 გარდაცვლილია 10 თვის ბავშვი, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერბუკში,  რომელიც  წითელას და ფილტვის ანთების დიაგნოზით მკურნალობას თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.

 კლინიკა გოგონას დედამ თვითნებურად დატოვა, რასაც  მდგომარეობის გართულება მოჰყვა, ბავშვი გორის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, სტაციონარულ მკურნალობაზე დედამ კვლავ უარი განაცხადა.  ინფორმაციას ამის შესახებ „დედათა და ბავშვთა ცენტრ იავნანანას“ ექიმი, პედიატრი თამილა გოგიაშვილი ავრცელებს.

ექიმის განცხადებით  შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის და დანიშნულების მიცემის შემდეგ გოგონა მშობელს განმეორებით კონსულტაციაზე უნდა მიეყვანა, თუმცა, ბავშვი კლინიკაში აღარ შესულა.

,,ბავშვი ჩვენს კლინიკაში, მიმღებ განყოფილებაში, შემოიყვანეს 31 დეკემბერს 18 საათსა და 25 წუთზე, აღენიშნებოდა ტემპერატურული რეაქცია და ხველა. შევაგროვე ანამნეზი და როგორც გამოვარკვიე, წინა დღით, 30 დეკემბერს, დედას, თვითნებურად, ხელწერილის საფუძველზე, შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში და იქიდან ჰყავდა წამოყვანილი ბავშვი თავისი სურვილით. შემოყვანისას, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, ვირუსული ინფექციაა გავრცელებული, თანაც, ბავშვი 10 თვის იყო და ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ მოთავსდეს სტაციონარში. დედამ ამაზე უარი განგვიცხადა. აღნიშნა, რომ დედა ჰყავდა ცუდად და მას მეთვალყურეობა სჭირდებოდა, გარდა ამისა, სახლში კიდევ ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი. გავუწიეთ სათანადო დახმარება, ტემპერატურა ნორმალიზდა, ბავშვი გაეწერა ბინაზე., მოწვეული მყავდა განმეორებით კონსულტაციაზე, თუმცა, აღარ მოსულან.

გარდაცვლილი ბავშვის დედა აცხადებს, რომ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ბავშვი მოთავსებული იყო წითელას დიაგნოზით, შემდეგ  ფილტვის ანთებაც დაუდგინდა

დედის თქმით, ბავშვს მკურნალობა უტარდებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, შემდეგ გადაიყვანეს პალატაში, საიდანაც ხელწერილით წამოიყვანა. აქაც, ჩვენს კლინიკაშიც, ასევე დააფიქსირა ხელმოწერით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარში მოთავსებაზე“, – აცხადებს ექიმი პედიატრი თამილა გოგიაშვილი.

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“სტალინის გამო შემიძლია ტანკსაც შევუვარდე”-ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ- ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა ,,მეტრონომის” ბლიც ინტერვიუში სტალინზე ისაუბრა. “სტალინი ჩემთვის იყო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com