ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავთან,  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 წლის გიორგი კეპაშვილი დააკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავთან,  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 წლის გიორგი კეპაშვილი დააკავეს.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავთან,  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 23 წლის გიორგი კეპაშვილი დააკავეს. 
კეპაშვილების საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ახლობლების ინფორმაციით, გიორგი კეპაშვილი საკუთარ ბაღთან ახლოს, მსხვილფეხა პირუტყვს აძოვებდა, რა დროსაც შეიარაღებულმა ფორმიანებმა დააკავეს.

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს,  რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადეს სუს-ში.
გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...