ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გორის აღების შემდეგ რუსული ჯარი თბილისისკენ დაიძრა (ვიდეო)

გორის აღების შემდეგ რუსული ჯარი თბილისისკენ დაიძრა (ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლოს 228 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, 14 პო­ლი­ცი­ე­ლი, ხოლო 1 747 და­იჭ­რა. სახ­ლე­ბი და­ტო­ვა თით­ქმის 150 000-მა ადა­მი­ან­მა, მათ­გან დღემ­დე დევ­ნი­ლო­ბა­ში რჩე­ბა 30 000-მდე. რაც შე­ე­ხე­ბა ომში და­ღუ­პულ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ და­ღუ­პუ­ლად 169 სამ­ხედ­რო მი­იჩ­ნე­ვა, აქე­დან ხუთი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლია, თუმ­ცა კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვი­ნა­ი­დან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ვერც ცხე­და­რი, არც რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბა მათი სი­ცო­ცხლის შე­სა­ხებ, მათ გარ­დაც­ვლი­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ომის ქრო­ნო­ლო­გი­ას, 2008 წლის და­სა­წყი­სი­დან მოვ­ლე­ნე­ბი შე­და­რე­ბით მშვი­დად ვი­თარ­დე­ბო­და. მოს­კო­ვის, მისი მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი რე­ჟი­მე­ბი­სა და თბი­ლი­სის მხრი­დან პე­რი­ო­დუ­ლად ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვის მცდე­ლო­ბი­სა და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი ის­მო­და.

ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნატო-ს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის შემ­დეგ და­ი­ძა­ბა. სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც 2008 წლის აპ­რი­ლის პირ­ველ რი­ცხვებ­ში გა­ი­მარ­თა, ალი­ან­სის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რებ­მა ღიად გა­ნა­ცხა­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რი აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა.

გან­ცხა­დე­ბამ რუ­სე­თის უკი­დუ­რე­სი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კო­ვი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ში არ გა­წევ­რი­ან­დეს. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კი აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთს ნატო-ს პო­ზი­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ “სა­ში­ნაო მო­ნა­ხა­ზე­ბი” მზად ჰქონ­და.

31 მა­ისს რუ­სეთ­მა, რკი­ნიგ­ზის ხა­ზის აღ­დგე­ნის მო­ტი­ვით, აფხა­ზეთ­ში სარ­კი­ნიგ­ზო ჯა­რე­ბი შე­იყ­ვა­ნა და სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­გეგ­მილ­ზე ერთი თვით ადრე, აგ­ვის­ტოს კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე და­ას­რუ­ლა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მწვავ­დე­ბო­და ვი­თა­რე­ბა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში. ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის და­ბომბვა თით­ქმის ყო­ველ­დღე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

30 ივ­ლისს, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბის საფრ­თხე რე­ა­ლუ­რი იყო.

ოსურ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბა­სა და ქარ­თველ ძა­ლო­ვა­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ტა­კე­ბა პირ­ველ აგ­ვის­ტოს მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გად, 6 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ოსი და­ი­ღუ­პა, 7 კი და­იჭ­რა. შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ კვლავ გაგ­რძელ­და ნუ­ლის, ავ­ნე­ვის, დვა­ნის და სხვა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის და­ბომბვა.

7 აგ­ვის­ტოს, ცხინ­ვალ­ში, დე ფაქ­ტო ვიცე პრე­მი­ერ ბო­რის ჩო­ჩი­ევ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­სა­მარ­თად რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი, თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი გა­ემ­გზავ­რა. შეხ­ვედ­რას უნდა დას­წრე­ბო­და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო და­ვა­ლე­ბა­თა ელჩი იური პო­პო­ვი, თუმ­ცა მან ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მო­ი­მი­ზე­ზა და თბი­ლი­სი­დან ცხინ­ვალ­ში აღარ ჩა­ვი­და. ია­კო­ბაშ­ვილ­მა მხო­ლოდ რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის სარ­დალ­თან, მა­რატ კუ­ლახ­მე­ტოვ­თან შეხ­ვედ­რა მო­ა­ხერ­ხა და ცხინ­ვა­ლი მალე და­ტო­ვა.

8 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 00:30 სა­ათ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თულ-ოსურ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ცხინ­ვა­ლის ფორ­მი­რე­ბებ­თან და რუ­სულ არ­მი­ას­თან კონ­ფლიქ­ტში ჩა­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რო­კის გვი­რა­ბის გავ­ლით და ფსო­უს სა­ზღვრი­დან 15 ათა­სამ­დე რუსი სამ­ხედ­რო შე­მო­ვი­და.

ქარ­თულ­მა შე­ნა­ერ­თებ­მა ცხინ­ვა­ლი და­ი­კა­ვეს, თუმ­ცა რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის იე­რი­შე­ბის შემ­დეგ უკან და­ი­ხი­ეს. რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბი მი­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში გან­თავ­სე­ბულ სამ­ხედ­რო ბა­ზებ­სა და აე­როდ­რო­მებ­ზე. ორ­ჯერ და­ი­ბომ­ბა გორი, მათ შო­რის სამ­ხედ­რო ბა­ზის ტე­რი­ტო­რია. რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ თბი­ლი­სის ვა­ზი­ა­ნის ბაზა, სა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა, ქვი­ში­ა­ნის მთა­ზე მდე­ბა­რე რა­და­რიც და­ბომ­ბა. და­ი­ბომ­ბა ფო­თის პორ­ტი, სე­ნა­კი­სა და მარ­ნე­უ­ლის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი.

რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ამ, ცხინ­ვა­ლი­სა და სო­ხუ­მის რე­ჟი­მე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ერ­თად, ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი, ზემო აფხა­ზე­თი, ზუგ­დი­დი, გო­რის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი, სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი პე­რე­ვი და­ი­კა­ვა.

აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის ჩა­რე­ვის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა. სარ­კო­ზიმ 12 აგ­ვის­ტოს 6-პუნ­ქტი­ა­ნი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა ჯერ მოს­კოვ­ში, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში შე­ა­თან­ხმა. 8 სექ­ტემ­ბერს კი, მედ­ვე­დევ­თან და სა­ა­კაშ­ვილ­თან სამ­შვი­დო­ბო გეგ­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და­ა­ზუს­ტა.

ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ შე­ნა­ერ­თებს კონ­ფლიქ­ტის ზო­ნე­ბის გა­რეთ მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ერთი თვის ვა­და­ში უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში პატ­რუ­ლი­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და­ი­წყეს.

რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის პრო­ცე­სის შე­სა­მოწ­მებ­ლად გო­რის რა­ი­ონს 10 ოქ­ტომ­ბერს საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ბერ­ნარ კუშ­ნე­რი ეწ­ვია და რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ჩა­ვი­და. მისი შე­ფა­სე­ბით, მოს­კოვ­მა შე­თან­ხმე­ბა მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ შე­ას­რუ­ლა. რუსი ოკუ­პან­ტე­ბი კვლავ რჩე­ბოდ­ნენ სო­ფელ პე­რევ­ში, რო­მე­ლიც 2010 წლის 18 ოქ­ტომ­ბერს და­ტო­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რე­ბას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის ბრძა­ნე­ბა 26 აგ­ვის­ტოს გა­მოს­ცა. რუ­სე­თის გარ­და, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი­დევ ხუთ­მა სა­ხელ­მწი­ფომ (ვე­ნე­სუ­ა­ლა, ნი­კა­რა­გუა, ნა­უ­რუ, ტუ­ვა­ლუ და ვა­ნუ­ა­ტუ) აღი­ა­რა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვა­ნუ­ა­ტუმ და ტუ­ვა­ლუმ სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­რეს და აღი­ა­რე­ბა უკან წა­ი­ღეს.

2008 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო კა­ნო­ნი “ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ”, რომ­ლი­თაც გან­სა­ზღვრა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სტა­ტუ­სი და იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მი და­ად­გი­ნა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...