ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გოგონამ მასწავლებელი კიბეებზე დააგორა

გოგონამ მასწავლებელი კიბეებზე დააგორა

მასწავლებელი, რომელიც მოსწავლემ კიბეებიდან დააგორა, ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა რუსთავში მოხდა.

როგორც ნანა წიქარიშვილი „ინფო რუსთავთან“ ამბობს, გოგონა ბოლო პერიოდში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, დასცინოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

„წელს სწავლა დაიწყო თუ არა ეს ბავშვი აგრესიას ანთხევდა ჩემს მიმართ, სულ მითვალთვალებდა. სადაც შევდიოდი მომყვებოდა. ეს იცოდნენ თანამშრომლებმაც. თუ სახეში შევხედავდი ენას მიყოფდა, თუ არ შევხედავდი სურათს მიღებდა და სოციალურ ქსელში დებდა. ჩემი სახელით ურეკავდა ჩემს ნათესავებს და ახლობლებს. მანდატურს ვუთხარი სურათებს მიღებს-თქო და მანდატურმა მითხრა დირექტორთან ერთად შევიდეთო და მშობელსაც დავიბარებთო.

კიბეებზე როცა ვაპირებდი ჩასვლას, უცებ ვიგრძენი შეჯახება და მერე უკვე აღარაფერი მახსოვს“ – ამბობს ნანა წიქარიშვილი.

წყარო: „პრესა.გე“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორაა“-მამუკა ხაზარაძე

  საქართველოს პროკურატურა ჩემთვის არის ძალიან არაკომპეტენტური, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის კანტორა. შესაბამისად, იცით, რომ საქმე ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com