ახალი ამბები
Home / Uncategorized / გოგი წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა

გოგი წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა

გოგი წულაიას დაკავებასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ წულაიამ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის ირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს (ვიდეო)

https://www.facebook.com/newpostsgeorgia/videos/1353565805017347 კომპანია ენკას ბაზასთან აქციას რიონის ხეობის დამცველების აქცია გაი მართა, ისინი ითხოვდნენ, რომ კომპანიამ სოფელი ნამოხვანი ...