ირაკლი კაკაბაძე ლევან მურუსიძესთან მაშინ მივიდა, როდესაც მოსამართლე სასტუმროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შედიოდა. აქციის მონაწილებმა ლევან მურუსიძე შეძახილებით შეაცილეს შენობაში და მოითხოვეს, მან უარი თქვას სამოსამართლეო საქმიანობაზე, რადგან აქციის მონაწილეთა განცხადებით, მურუსიძეს მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ამის მორალური უფლება არ აქვს.
ყველაზე სკანდალური რაც ლევან მურუსიძემ განაცხადა:
„ გირგვლიანის მკვლელი მე გავუშვი ციხეში 7 წლით, მაგრამ ის ყოფილმა ხელისუფლებამ შეიწყალა, – მოსამართლე ლევან მურუსიძემსასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციაზე უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესთან საუბრისას განაცხადა.
ამ წუდებში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.