ახალი ამბები
Home / Uncategorized / გიორგი რურუა თავისუფალია

გიორგი რურუა თავისუფალია

პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენც უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

„მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არაა, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ისე სხვადასხვა პრატფორმიდან“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება შეწყალებას, მისი თქმით, ამას არ ელოდა.

„არ ველოდი შეთანხმების შესრულებას და ეს გასაგებია რატომაც – 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ მოუწიათ ტყუილის თქმა და სიტყვის გატეხვა და თქვენც არ ენდობით მათ, ვინც რამდენჯერმე სიტყვას გატეხავს.

შეწყალებით, მე მგონი, თავისი დანაშაული გამოასწორეს“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას. ჩემი მხრივ, შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს. ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას. ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში. ყველას გისურვებთ წარმატებას“, –

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

საფლავებზე გასვლა 2 დან 4 მაისამდე აიკრძალა

როგორც საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ცნობილია გიორგი ღიბრაძე – საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული ...