ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა

გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა

საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას, რაც გულისხმობს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და გამოხატულია საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიციატივაში.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს – გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ბრიუსელში ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა. 

 ტრამპთან ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ აუდიენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება აშშ-სთან. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა. ეს ეხება ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com