ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი მარგველაშვილმა ეზოს კოტეჯი ტურისტებზე 80 დოლარად გააქირავა

გიორგი მარგველაშვილმა ეზოს კოტეჯი ტურისტებზე 80 დოლარად გააქირავა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი დუშეთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ კოტეჯს ტურისტებზე აქირავებენ. განცხადება და კოტეჯის ფოტოები ვებგვერდ Airbnb-ზეა განთავსებული. კოტეჯში ერთი ღამის გატარება 80 დოლარი ღირს.

გიორგი მარგველაშვილმა ორი წლის წინ, პრეზიდენტობის პერიოდში ააშენა. როგორც ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, კოტეჯში არსებული ავეჯის ნაწილი, მათ შორის, საწოლი და სკამები მისი დამზადებულია და საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას მიერ არის მოხატული.

მაკა ჩიჩუას თქმით, კოტეჯის გაქირავების იდეა მას გაუჩნდა და ყოფილმა პრეზიდენტმაც მოიწონა.

„მოვიფიქრე და შენ ხომ არ ხარ წინააღმდეგი, რომ გავაქირაოთ-მეთი. არა, პირიქით, კარგი იდეაა, თან შემოსავლის წყარო იქნება, თან გააცნობ ტურისტებსო. რატომაც არა? ვინც ამოდის აქ, მერე უკვე, დაკვირვების შედეგად, იმდენად დიდია აღტაცება… 80 დოლარი ჩვენი რეალობისთვის არ არის ცოტა“, – ამბობს მაკა ჩიჩუა.

გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა 2018 წლის დეკემბერში ამოეწურა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვების დროს მხოლოდ 6000 ლარის დანაზოგი ჰქონდა.

წყარო:„რეგინფო“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com