ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა

გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა

„მისასალმებელია და დემოკრატიულობის მაჩვენებელია ის, რომ ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები იყო. ეს გამოიხატა იმაშიც, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნების მეორე ტური. მინდა მოგიწოდოთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიული პროცესისათვის. ქართველი ამომრჩეველის განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ინსტიტუტების და განმაპირობებელი პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე.

`ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი. თქვენ ამას გრძნობთ და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება. ასევე მინდა გავიმეორო ის, რაზეც აქამდეც ვაკეთებდი ხაზგასმას და ეს არის თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და მოლოდინი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ – მეორე ტური ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. უაღრესად მნიშვნელოვანია იგივე მოცულობით, იგივე სკურპულოზურობით, იგივე ინტენსივობით იყოს სადამკვირვებლო მისიები წარმოდგენილი მეორე ტურის არჩევნების დროს – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქართველი ამომრჩეველის განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com