ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ არ შევეგუებით რუსულ აგრესიას

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ არ შევეგუებით რუსულ აგრესიას

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები პეტრო პოროშენკოს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ოძისის საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

პრეზიდენტები ოძისში იმ ადგილთან გაჩერდნენ, საიდანაც 2008 წლის ომის შემდეგ აშენებული რუსული სამხედრო ბაზა მოჩანს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

დღესვე, პეტრო პოროშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისი მოინახულეს და ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს.

საოკუპაციო ხაზთან პრეზიდენტები გამყოფი ხაზის-მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათი ყოველდღიური ცხოვრებით დაინტერესდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ გამყოფ ხაზთან მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

„ჩვენ არ შევეგუებით რუსულ აგრესიას, ოკუპანტები ვერც ხალხს და ვერც ხელისუფლებას ვერ გატეხენ”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საოკუპაციო ხაზთან.

დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან.

მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და აი ასეთი ოკუპაციის ხაზები დაინგრევა, დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები და იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში – გარდა, რუსეთისა”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: „სააგენტო გარდიანი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com