ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი მარგველაშვილი- ვეტომდებელი,შემწყალებელი და მფლანგველი

გიორგი მარგველაშვილი- ვეტომდებელი,შემწყალებელი და მფლანგველი

 დღეს, საქართველოს მე-4 პრეზიდენტის  გიორგი მარგველაშილის ბოლო სამუშაო დღეა. 5 წელიწადში  მას  შეწყალებული ჰყავს დაახლოებით 3 500 ადამიანი, სახელმწიფო ჯილდო  გადასცა 767 ადამიანს, ვეტოს უფლება 10-ჯერ გამოიყენა.

 პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიერ დახარჯული
თანხები  მხოლოდ ერთ სამუშაო ვიზიტზე გასული წლის 6-9 დეკემბერს,  საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტმა   110 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: დღიური ნორმა – 3720,31 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი – 10341,77 ლარი; პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა: დღიური ნორმა – 800,54 ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი: დღიური ნორმა – 1108,44 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი – 2454,47 ლარი; პრეზიდენტის პრესპიკერი ეკატერინე მიშველაძე: დღიური ნორმა – 862,12 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი – 2454,47 ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ლაშა კვერნაძე: დღიური ნორმა – 862,12 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი – 2454,47 ლარი.
ტრანსპორტის დაქირავების ხარჯმა შეადგინა 63 507,81 ლარი, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა – 22882,9 ლარი.

2017 წელს ფონდიდან 4 მილიონ 970 ათას 11 ლარი დაიხარჯა, ნაშთის სახით კი ადმინისტრაციას 29 ათას 988 ლარი დარჩა. რაც შეეხება დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროექტებს2017 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი – მილიონ 172 ათას 530 ლარი რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე გამოიყო და სულ 41 პროექტი დაფინანსდა. მეორე ადგილზეა – სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულება. ამ მხრივ სულ 33 პროექტი დაფინანსდა და ჯამში, 762 ათას 365 ლარი დაიხარჯა. კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის მიმართულებაზე კი 19 პროექტი დაფინანსდა და ამისთვის 813 ათას 128 ლარი გამოიყო.

***
გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის 5-წლიან პერიოდში – 2013 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის შენახვაზე ჯამში, 7 428 033 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილ ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული. 

ვნახოთ, როგორი იქნება  საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რით დაგვამახსოვრებს თავს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 წლის განმავლობაში, ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის შენახვაზე დაახლოებით 7,5 მილიონი ლარი დაიხარჯა

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com