ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი ლაღიძე: „ქედი მინდა მოვიხარო 18 ქართველი მებრძოლის და იმ გმირი გლეხის წინაშე, ვინც ქართველთა ნეშთს უპატრონა და შეინახა….სამარადისო დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!“

გიორგი ლაღიძე: „ქედი მინდა მოვიხარო 18 ქართველი მებრძოლის და იმ გმირი გლეხის წინაშე, ვინც ქართველთა ნეშთს უპატრონა და შეინახა….სამარადისო დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!“

  პარტია „მომავალი საქაღტველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე 18 დაღუპული მებრძოლის ნეშტის გადმოსვენების შესახებ  სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს აფხაზეთიდან გადმოასვენეს 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 18 მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, ერთ-ერთი მებრძოლი იდენტიფიცირებული, ტანკისტი ზურაბ ძამუნაშვილი, ზურას ოჯახს თითქმის 20 წელია ვიცნობ მამამისი დურმიშხანი,მუდამ ეძებდა თავის შვილს იგი პარტიზანთა ,,თეთრი ლეგიონის” მეთაურის მოადგილე გახლდათ,მან მოახერხა და რამოდენიმეჯერ ომის შემდეგ სოხუმშიც კი ჩავიდა შვილის ამბის გასაგებად და კვალის მისაკვლევად მაგრამ უშედეგოდ…ბატონი დურმიშხანი შვილის დარდმა გადაიყოლა…და აი დღეს კი ზურას ნეშთის ამოცნობის შემდეგ ვგებულობთ ისტორიასაც, როდესაც ზურას ტანკი აფეთქებულა სამი ჯარისკაცი გარდაცვლილა,აფხაზეთის ადგილობრივ მკვიდრ მეგრელს სამივე მებრძოლი ქართველი საკუთარი სახლის ეზოში მიწისათვის მიუბარებია…იგი სათუთად ინახავდა ამ საიდუმლოს და აი დადგა ის დრო როდესაც ზურაბ ძამუნაშვილი და კიდევ 17 გმირი მებრძოლი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდა, ქედი მინდა მოვიხარო 18 ქართველი მებრძოლის და იმ გმირი გლეხის წინაშე ვინც ქართველთა ნეშთს უპატრონა და შეინახა….სამარადისო დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!~

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

25 წლის მირანდა სხილაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირით დაიღუპა

  დიდი ტრაგედია ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალგაზრდა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com