ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი ლაღიძე: „ ქართულ მიწას ჰყიდიან, გვართმევენ სიწმინდეებს, რომელსაც დაცვა სჭირდება, ხელისუფლება გარეჯის დასაცავად არაფერს აკეთებს“(ვიდეო)

გიორგი ლაღიძე: „ ქართულ მიწას ჰყიდიან, გვართმევენ სიწმინდეებს, რომელსაც დაცვა სჭირდება, ხელისუფლება გარეჯის დასაცავად არაფერს აკეთებს“(ვიდეო)

 პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე მედიკავშირ „ობიექტივის“ ეთერში იმყოფებოდა, სადაც დავით გარეჯის ირგვლივ განითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:„აზეირბაიჯანელები  გვედავებიან ჩიჩხიტურს, უდაბნოს მონასტერს და ბერთუბანს და აღდგომის მონასტერს.

ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან  ქართულ-აზეირბაიჯანული ერთობლივი კომისია მუშაობდა, ვფიქრობ ამ კომისიის მუშაობა იყო დანაშაულებრივი.

რატომ დგანან ჩიჩხიტურის ქედზე მესაზღვრეები? ვინ მისცა მათ ამის უფლება? მე ვფქირობ ღალატს აქვს ადგილი. შესაძლოა დღეს ჩვენი ხელისუფლება საკუთარ ბიზნეს ინტერესებს სწირავს გარეჯს. ჩვენ უნდა დავდგეთ და დავიცვათ გარეჯი, თუ გარეჯი დავკარგეთ ჩვენს მომავალ თაობას რას ვუტოვებთ?

სხვა გამოსავალი არც გვაქვს, ვისაც ამ ქვეყნისთვის გული შესტკივა  გარეჯის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, თუმცა ამას ვერ ვხედავ, მე პატრიოტული-ლიბერალური ძალებისაგან ერთხელაც ვერ გავიგონე დავით გარეჯის დასაცავად რაიმე განცხადება. რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ  აზეირბაიჯანიც ოკუპანტია. არ შეიძლება ერთ საკითხზე იხმაურო, მეორეზე გაჩუმდე სტრადეგიული პატნიორიაო, კი  ბატონო იყოს პარტნიორი, მაგრამ  ვფიქრობ, ვიღაცას არ უნდა რომ გაიფუჭოს აზეირბაიჯანთან ურთიერთობა, მათ ბიზნესს მილიონები დააკლდეს. 

ქართულ მიწას ჰყიდიან ეს ნაძირლები. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება? მისი რეაგირება ამ საკითხის მიმართ არის ნოლი.. არავინ  არ საუბრობს იმაზე, რომ აზეირბაიჯანთან დავიწყოთ ომი,მაგრამ მათ უნდა გაითვალისწინონ რომ პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს და გაითვალსიწინოს ის, რომ ჩვენს სიწმინდეებს  არცერდ შემთხვევაში არ   დავთმობთ. ნახევარი მილიონი აზეირბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში, ამ დროს რა დღეში ჰყავთ ჩვენი  ქართველები საინგილოში, ქურმუხის ეკლესიას გვიკეტავენ, ავიწროებენ  ქართველებს თუ ჩვენ ყველანაირად პატივს ვცემთ  აზეირბაიჯანელებს, ისინი რატომ არ ითვალისწინებენ ჩვენ მოთხოვნებს? რადგან ჩვენ ყველაფერი ვაპატიეთ, ახლა ჩვენს სიწმინდეებს გვართმევენ, ამას კი ქართველი ხალხი არ დაუშვებს“- განაცხადა გიორგი ლაღიძემ.(ვიდეო)

 

მედია-კავშირი ,,ობიექტივი" სტუმარი პარტია,,მომავალი საქართველო"-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, დავით-გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენების და მიმდინარე აქტუალური თემების განხილვა! 12.06.2019 წელი

Posted by Giorgi Lagidze on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com