ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი ლაღიძე: „სამწუხაროდ, დღეს ნარკოდანაშაულთან ეფექტური ბრძოლა არ მიმდინარეობს

გიორგი ლაღიძე: „სამწუხაროდ, დღეს ნარკოდანაშაულთან ეფექტური ბრძოლა არ მიმდინარეობს

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე ქვეყანაში შექმნილ ნარკოქაოსს აფასებს და აცხადებს, რომ   ხელისუფლებამ უნდა შეძლოს სიტუაციის გაკონტროლება. სააგეენტო „გეომედიაპრესი“ 

გიორგი ლაღიძეს ესაუბრა:

ბატონო გიორგი, ამ დღეებში  კლუბ „ბასიანში“ ჩატარებული სპეცოპერაცია და ამ მიზეზით ახალგაზრდე

ბის პროტესტი მოწმობს იმას,  ხელისუფლებას უკან დაახევინეს? როგორ ფიქრობთ, რამდენად დროული იყო ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია და რა შეცდომა დაშვა ხელისუფლებამ? ნიშნავს თუ არა ახალგაზრდებზე  შს მინისტრის  გიორგი გახარია მიერ ბოდიშის მოხდა უკან დახევას?

– პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ  ყოვლად დაუშვებელია დღეს საქართველოში ნარმკოტიკების ლეგალიზაცია. თუ ვინმე ამ თემაზე ისაუბრებს უნდა გააცნობიეროს ის, რომ არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო ბაზა, არ არსებობს დახურული სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც შეიძლება ამ ადამიანებს უმკურნალონ და ამ ფონზე ხელისუფლება არც ნარკოტიკების საწინაღმდეგო კამპანიას არ ეწევა. შექმნილ რეალობაში ნარკოტიკების ლეგალიზება ქვეყნის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

დღეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე აღარაა ლაპარაკი, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ვფიქრობ,  ქვყანაში ნარკომანთა რიცხვს გაზრდის,  რა  ხდებოდა რუსთაველის გამზირზე? გამოვიდა რამდენიმე ასეული ახალგაზრდა და აპროტესტებდა  სპეცოპერაციას და შემდგომ გარკვეული თვალსაზრისით ამან პოლიტიკური ელფერი შეიძინა, დაიძაბა სიტუაცია და ჩატარდა კონტრაქცია. 

თუ ნარკოტიკების ლეგალიზაცია  დაუშვებელია, რატომ გადადგა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი, ფიქრობთ, რომ გამოსავალი იპოვა?

-ახალგაზრდების საპროტესტო აქციის საწინაღმდეგოდ   მიმართულმა  კონტრაქციამ და დაძაბულმა ფონმა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, ვფიქრობ   დააჩქარა ხელისუფლების მხრიდან ნარკოტიკების ლეგალიზაციის გადაწყვეტილების მიღება.  დავინახეთ, რომ ორ ურთიერთდაპირისპირებული  ძალა უმართავი გახდა, ადგილზე მივიდა შს მინისტრი გიორგი გახარია და ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და დაპირებებიც გასცა.

-შს მინისტრის გიორგი გახარიას ეს ნაჩქარევი ნაბიჯი იყო?

-რა თქმა უნდა ნაჩქარევი იყო, ამ სიტუაციიდან მოგებული დარჩნენ ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეები. პარლამენტის თავჯდომარემაც დაანონსა, რომ ივნისის  ბოლომდე პარლამენტმა შესაძლოა კანონიც კი მიიღოს. რა მოგვცა ანტიაქციამ? ფაქტიურად არაფერი, პირიქით, ანტიაქციამ წამებულის მანტია მოასხა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შეიძლება ითქვას  ღრირსად და უზრდელად იქცეოდნენ

-მონუმეტზე ცეკვას გულისხმობთ?

– რა თმა უნდა, თუმცა, ამხელა ყურადღება რომ არ მიგვექცია, ჩაატარებდნენ აქციას და დაშლებოდნენ, კონტრაქციიის შემდეგ ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა გაეცა დაპირებები, რათა ისინი დაშლილიყვნენ.ე ვფიქრობ,  ეს არის ხელისუფფლების სისუსტის მაჩვენებელი. ძალიან მაინტერესებს რატომ მოიხადა შს მინისტრმა ბოდიში? თუ შს თვლის, რომ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია სწორი იყო, შს სამინსიტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია უფლებამოსილების გადამეტებას, რა საჭირო იყო ბოდიშის მოხდა? შეიძლება ადამიანმა ზრდილობის ნიშნად მოიხადო ბოდიში, მაგრამ როცა სამართალდამცავი სტრუქტურის პირველ პირი, რომელსაც მთელი უწყება შენ შემოგცქერის და შენ ბოდიშს იხდი, მე მაინტერესებს შს მინისტრის გიორგი გახარიას ბოდიში როგორ იქნება  აღქმული რიგითი პოლიციელების მხრიდან? პოლიციელები, რომლებიც ებრძვიან ნარკომანიას და სხვადასხვა მძიმე დანაშაულობებს.  ცალსახად,  ამას დადებით შეფასებას ნამდვილად ვერ მივცემ. ამ აქციით ისარგებლეს  და მოგება ნახეს ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრეებმა და იმ ადმიანებმა, რომლებიც  „ბარიგების“ დაკავებას აპროტესტებდნენ. ეს არის  სწორედ პრობლემა ჩვენი საზოგადოებსითვის და ცოტა ფათო ჭრილში თუ შევხედავთ ამ საკითხს, ბევრად უფრო  რთულადაა საქმე. არავისთვის არ არის დასამალი, რომ ასეულობით ჩვენი მოქალაქე ნარკოდამოკიდებულია, ხელისუფლება სრულიად უუნაროა, რომ „თეთრ სიკვდილს“ ებრძოლოს.არ შეიძლება  ნარკოდამოკიდებულმა ხალხმა დაწეროს საქართველოს ისტორია.

-ფაქტია, რომ  მსხვილი ნარკორეალიზატორები დაუსჯელი არიან, თქვენი აზრით ვინ არის მტავრი ნარკობარონი, რომელიც „კრიშავს“ ნარკორეალიზატორებს და ხელს უწყობს ნარკოტიკების ქვეყანაში შემოტანას?

-მსხვილი ნარკორეალიზატორების დაკავება  ვერ ხდება, მე შორს ვარ იმ  აზრისაგან, რომ  შს სამინიარტროს არ ჰქონდეს ინფორმაცია ამ ყველაფეღთან დაკავშირებით, თუმცა არც ის არ არის გამორიცხულიუ, რომ  მათ სორის ხელისუფლებიდანაც ჰყავდეს ნარკორეალიზატორებს მფარცელები. თუ ხელისუფლებას  რეალურად განზრახულიუ აქვს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა კლუბებში შესვლით და სპეცოპერაციის ჩატარებით ნარკომანიის პრობლემა ნამდვილად არ გამოსწორდება. ნება იბოძონ და დააკავონ მსხვილი ნარკორეალიზატორები და თუ არ აქთ ინფორმაცია,  მოიპოვონ ეს ინფორმაცია, გამოავლინონ და დააკავონ.

-თქვენი აზრით,  როგორ შემოდის  ნარკოტიკული საშუალებები საზღვარზე?

ამაშია საქმე,  მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტანდარტებით გვაქვს საზღვარი აღჭურვილი, საზღვრის გადმოკვეთა ხდება იმ პირების მიერ, ვისაც ნარკოტიკი შემოაქვს და ამას მესაზღვრე  ვერ ავლენს. ბუნებრივია,  ეს  მესაზღვრეების სუსტი მუშაობის შედეგია. ყველა თვალსაზრისით,  პასუხისმგებლობა  ხელისუფლებას ეკისრება და ის ამ პასუხისმგებლობას  ვერავითარ შემთხვევაში  ვერ  გაექცევა, ნება იბოძონ და დაუყონებლივ ჩაატარონ ქმედითი ღონისძიებები.

 

ეთერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე:„ნაძირალა გაბუნიამ აშკარად შეურაცხყო ჩვენი რელიგიური გრძნობები, „რუსთავი 2 “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია კი არა, გარყვნილიების ბუდეა“

 გადაცემა  „ არჩევანის“ ეთერში  გიორგი გაბუნიამ ღვთისმშობელ მარიამზე მკრეხელური  და დამაცირებელი განცხადება გააკეთა, რამაც საზოგადოების  ...