ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი ლაღიძე:„ გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოების  გარკვეული  ნაწილისთვის  კატეგორიულად მიუღებელია, ნაწილს  კი მოსწონს- ვნახოთ ვის იმედებს გაამართლებს ის“ (video)

გიორგი ლაღიძე:„ გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოების  გარკვეული  ნაწილისთვის  კატეგორიულად მიუღებელია, ნაწილს  კი მოსწონს- ვნახოთ ვის იმედებს გაამართლებს ის“ (video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე გიორგი გახრიას გაპრემიერებას ოცნების ვაბანკზე წასვლას უწოდებს.„  გახარიას გაპრემიერება საზოგადოების  გარკვეული  ნაწილისთვის  კატეგორიულად მიუღებელია, საზოგადოების ნაწილს  კი მოსწონს- ვნახოთ ვის იმედებს გაამართლებს ის“.

„რა შეიძლება სამთავრობო ცვლილებებისგან მივიღოთ? ქართულმა ოცნებამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი  გამოიწვია -იმ ადამიანების  ვინც გიორგი გახარიას მინისტრობიდან გადადგომას ითხოვდა.ახლა კი გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობაზე აწინაურებენ, რაც  ერთი მხრივ,  არის საზოგადოების გამოწვევა, თუმცა საზოგაოების მეორე ნაწილს გიორგი გახარია  და მისი პროექტები მოსწონს, მას ერთ-ერთ ძლიერ ფიგურად მიიჩნევენ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში.

თუ რას მივიღებთ გახარიას გაპრემიერებით,  ამ ეტაპზ ეს ძნელი სათქმელია.თუმცა ჩვენ ვხედავთ იმასაც,  რომ გახარიამ წარადგინა თავისი პროგრამა, თუ რა ცვლილებების განხორციელებას აპირებს ის გაპრემიერის პოტზე. ცხადია,  გიორგი გახარიას გაპრემიერებას, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვნებადაღელვა   მოჰყვება.

ვფიქრობ სოციალური პროექტების  გახორციელების კუთხით გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, გიორგი გახარიას   პროგრამიდან გამომდინარე.

ამ პროგრამის მიხედვით იცვლება ჯანდაცვის საყოველდაო პროგრამა, დევნილების კონპენსაცია მოხდება და ასევე საუბარია ქვეყნის  უსაფრთხოების კუთხით  ცვლილებებზე, რაც ნამდვილად აუცილებელია.

 განახორციელებს  თუ არა ამ ცვლილებებს  უცნობია, ფაქდია, რომ  20-21 ივნისის მოვლენებმა  გიორგი გახარიას  იმიჯი ნამდვილად შეარყია,მოახდენს თუ  არა  გიორგი გახარია  შერყეული იმიჯის რეაბილიტაციას, ამას დრო და მომავალი გვიჩვენებს“-განაცხადა გიორგი ლაღიძემ.(ვიდეო)

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com