ახალი ამბები
Home / Uncategorized / გიორგი თევზაძე:„31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა“

გიორგი თევზაძე:„31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა“

 გიორგი თევზაძე საქართველოს მოსახლეობას ულოცავს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს დღეს – 31 მარტის რეფერენდუმს.

_1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.

991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა და მათგან 98 პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით. რეფერენდუმის კითხვა იყო : „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?”. ამ გადაწყვეტილებით აღსდგა სამართლებრივი კავშირი 1918–1921 წლების დამოუკიდებელ საქართველოსთან. ამ რეფერენდუმის მნიშვნელობა ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის თანახმად: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული სახალხო საყოველთაო რეფერენდუმით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საჭომ აღადგინა ისტორიული სამართლიანობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

მ დღის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება შემდგომი წლების გადასახედიდან. ეს არის მთელი ქვეყნის და საზოგადოების შანსი, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული და წარმატებული ნაწილი, რისთვისაც აუცილებელია კანონის უზენაესობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე აუცილებელია ქვეყნის სოციალური სამართლიანობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა“- აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპერატორი „ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს არხის ...