ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი თევზაძე: „უმთავრესი მიზანია ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა, ამაღლება და განმტკიცება, საზოგადოებაში ადვოკატის ავტორიტეტის გაზრდა“

გიორგი თევზაძე: „უმთავრესი მიზანია ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა, ამაღლება და განმტკიცება, საზოგადოებაში ადვოკატის ავტორიტეტის გაზრდა“

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გიორგი თევზაძე პროფკავშირის სახელით ულოცავს ადვოკატებს პროფესიულ დღეს 8 ნოემბერს. „ მსურს ადვოკატებს მოვულოცო პროფესიული დღე 8 ნოემბერი და ვუსურო პროფესიული და პირადი წარმატებები.

საქართველოში ადვოკატთა პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა წლების მანძილზე პრობლემად რჩებოდა. ჩვენ კარგად გვახსოვს წინა ხელისუფლების პირობებში ადვოკატთა ინსტიტუტის დისკრედიტაცია და სისტემური დევნის არაერთი მაგალითი, რომლის შედეგად ათობით ადვოკატი ამ დევნის მსხვერპლი აღმოჩნდა, რაზედაც ადვკატთა კორპუსმა ზაზა ხატიაშვილის ხელმძღვანელობით იბრძოლა და თითოეული ადვოკატის კანონიერი უფლებებისათვის. საზოგადოებას კარგად ახსოვს ახსოვს არაერთი საპროტესტო აქცია, რომელიც გაიმართა ადვოკატთა კორპუსის წრმომადგენლების მიერ და რომელმაც უდავოდ თავისი დადებითი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ძირითადი და უმთავრესი მიზანია ადვოკატის პროფესიული ღირსების დაცვა, ამაღლება და განმტკიცება, საზოგადოებაში ადვოკატის ავტორიტეტის გაზრდა. ამ ძირითადი მიზნის მიღწევისათვის ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატთა პროფკავშირი ვგეგმავთ ადვოკატის თავისუფალი პროფესიის განვითარებას, ადვოკატის დამოუკიდებლობას პროფესიული საქმიანობისას და ადვოკატთა სოციალური უზრუნველყოფას, ოპერატიულ რეაგირებას ჩვენი ორგანიზაციის წევრი ადვოკატების უფლებების ხელშეშლისა და შეზღუდვის ფაქტებზე, საქართველოს სამართალდამცავ, პროკურატურისა და იუსტიციის სისტემის სამსახურებში. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სხვა სახელმწიფო უწყებებში ღირსეულ წარმომადგენლობას და თანამშრომლობას, თუმცა კონსტრუქციულობის ფონზე ვიქნებით კრიტიკულები და პრინციპულები, რადგან როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ადვოკატთა კორპუსი ქმნის უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო რგოლს მართლმსაჯულების სისტემაში და ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში, რომლის სწორად განმხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყნის და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიული განვითარების საქმეში.

ადვოკატები ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და ხელისუფლებას მივმართავთ უზრუნველყოფს ყველა აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადვოკატის პროფესიული ღირსების დავვის საქმეში. ადვოკატები მომავალშიც შეასრულებენ, ისტორიულად, საუკუნეების მანძილზე დაკისრებულ პოზიტიურ როლს და იტყვიან თავის სათქმელს ქართული საზოგადოების წინაშე“ –ნათქვამია გიორგი თევზაძის მისალოც განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com