საქართველოს პულიტიკური თვალთახედვა უნდა ეფუძნებოდეს პირველყოვლისა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და კავკასიის ერთიანობის იდეას.
ცნობილმა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემთავის ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა რომელსაც გთავაზობთ უცვლელად „ხელისუფლებას რეალურად რა გზაზე მიჰყავს საქართველო , დასავლეთისაკენ, თუ კრემლისკენ… ამას დრო უკეთ წარმოაჩენს და მომავალი თაობებიც უფრო ობიექტურად შეაფასებენ….. ყველა ხელისუფლება თუ პიროვნება თავის ადგილს იმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში თავის გაწეული საქმიანობით და გაწეული ღვაწლით ქვეყნისა და ერის წინაშე რომლებსაც დრო და მომავალი თაობები კუთვნილ ადგილს მიუჩინენ ისტორიის ფურცლებზე….. ისიც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა კავკასიის ლიდერის ფუნქცია და საქართველოს როგორც საშინაო ისევე საგარეო პულიტიკური თვალთახედვა უნდა ეფუძნებოდეს პირველყოვლისა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და კავკასიის ერთიანობის იდეას.“
