ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი თევზაძე: „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოსული გარდაცვალების დადგენა და საქმის ობიექტური გამოძიება ქართველი ერის ღირსების საქმეს წარმოადგენს“

გიორგი თევზაძე: „საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოსული გარდაცვალების დადგენა და საქმის ობიექტური გამოძიება ქართველი ერის ღირსების საქმეს წარმოადგენს“

25 წლის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოსული გარდაცვალების დადგენა და საქმის ობიექტური გამოძიება ქართველი ერის ღირსების საქმეს წარმოადგენს.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე სოლიდარობას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრთა დაწყებულ შიმშილობის აქციას და მათ სამართლიან მოთხოვნას, და აღნიშნავს:

„უდაოდ მნიშვნელოვანია ერთხელ და საბოლოვოდ სრულად და ობიექტურად გამოძიებული იქნას საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული მკლელობის საქმე, დადგინდეს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი რომლის მიმართაც გამოიკვეთება ჩადენილი დანაშულებრივი ქმედებები, ეს წარმოადგენს როგორც ქართველი ერის ასევე სახელწიფოებრივ მნიშვნელობის ინტერეს და ღირსების საქმე.

მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება ხანდაზმულობის ვადის გარძელებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოსაძიებლად. და მთავარი პროკურორის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების დადგენი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას რაც უკვე ათწლეულების მანძილზე წარმოადგენს დაუდგენელ გარემოებების გამოძიების საქმეს…

ამასთანავე მივმართავ,  საქართველოს პროკურატურას გამონაკლისი წესით პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებს გადასცეს პროკურატურაში არსებული ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლის სამართლის საქმის არსებული მასალები გასაცნობა.

საქართველოს თითეული მოქალაქე სოლიდარულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების მიერ დაწყებულ აქციისა და მოთხოვნების მიმართ.

ვიმედოვნებ თუ კი იარსებებს ხელისუფლების პოლიტიკური ნება აღნიშნული საგამოძიება მივა ლოგიკურ დასასრულამდე და გამოძიება დაადგენს ობიექტურობას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებისათვის, ასევე საქართველოს თითეული მოქალაქისა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის და ხვალინდელი დღისათვის.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com