ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი თევზაძე: „საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება, როცა ნებისმიერი პიროვნების ავტორიტეტს,შესაძლოა ნებისმიერ დროს, რომელიმე ცილისწამებლის მხრიდან, რაიმე აბსურდული ბრალდებით ჩირქი მოეცხოს და მას ამაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოეთხოვოს“

გიორგი თევზაძე: „საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება, როცა ნებისმიერი პიროვნების ავტორიტეტს,შესაძლოა ნებისმიერ დროს, რომელიმე ცილისწამებლის მხრიდან, რაიმე აბსურდული ბრალდებით ჩირქი მოეცხოს და მას ამაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოეთხოვოს“

გიორგი თევზაძე:„საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება,  როცა ნებისმიერი პიროვნების ავტორიტეტს, შესაძლოა ნებისმიერ დროს,  რომელიმე ცილისწამებლის მხრიდან, რაიმე აბსურდული ბრალდებით ჩირქი მოეცხოს და მას ამაზე სამართლებრივი სუხისმგებლობა არ მოეთხოოს“.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.:

„უნდა აღინიშნოს, რომ საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება როცა ნებისმიერი პიროვნების ავტორიტს შეიძლება ნებისმიერ დროს რომელიმე ცილისწამებლის მხრიდან რაიმე აბსურდული ბრალდებით ჩირქი მოეცხოს და მას ამაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოეთხოვოს რადგანაც სისხლის სამართლის კოდექსში ამოღებულია მუხლი ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

სამწუხაროდ,  შეიძლება ეს ცილისწამება უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო მოსასმენი თუ საჭორაო აღმოჩნდეს,  საზოგადოების ნაწილისათვის ვიდრე ობიექტურობა და პიროვნების სუფთა წარსული შეფასება, რომელიც ხელისგულზე უდევს საზოგადოებას.

ამის არაერთი მაგალითი ახსოვს საზოგადოებას და რასაც ზოგჯერ სოციალურ ქსელშიც ვხვდებით,  ზოგიერთსაც კი შეიძლება იმის თავხედობაც ეყოს, რომ თუნდაც ბეჭდური წესითაც შეცადოს საზოგადოებას მიაწოდოს თავისი ცილისწამებლური ფანტაზიის „შემოქმედება“…

ამიტომაც,  დღეს ალბათ ყველაზე ადვილია რომელიმე ადამიანმა ასე,  თვალის დაუხამხალებლად მეორე ადამიანს მოუგონოს და დააბრალოს რაიმე ისეთი სიბინძურე და ცილისწამება რომელიც კარგ პროფესიონალ მეზღაპრესაც გაოცებდა და რომელსაც რა თქმა უნდა რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, როგორც სოციალურ ქსელში ასევე ბეჭდური წესით…

ისე, რომ ცილისწამებელს ნამუსის ძარღვიც არ შეუტოკდება, ან როგორ შეუტოკდება,  როცა მას ის არ აქვს… ასეთებს ერთი წესად აქვს, – დააბრალე ვინმეს დათვი ხარო და მერე იმან ამტკიცოს არის თუ არა დათვი…) ათასი ადამიანიდან ხომ შეიძლება ერთმა დაიჯეროს,  ანდა ეჭვი შეიტანოს პიროვნებაში,  სწორედაც ცილისწამებლების ეს ქმედება ამ მიზანს ემსახურება.

სამწუხაროდ,  ცილისწამებლური ნეგატიური ინფორმაცია,  უფრო სწრაფად ვრცელდება საზოგადოებაში,  ვიდრე ობიექტურს დადადებითს, რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ცილისწამებლის მიზანს,  ზოგჯერ ეს ალბათ განპიროვნებულია პირადი ბოღმით ან საზოგადოებაში „თავის წარმოჩენით“ ანდა ვიღაცის დავალებით…

დიდი კლასიკოსი მწერალი კონსტატინე გამსახურდია ბრძანებდა – „ ყოველ დროს ცილისწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძვის იგი“ ფაქტია, რომ უსაფუძვლო ლანძღვისა და ცილისწამებლის მიმართაც კანონიც უმოქმედოა, რადგანაც როგორც უკვე ავღნიშნე,  სისხლის სამართლის კოდექსში ამოღებულია მუხლი ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. რომელიც გარკვეულწილად შემაკავებელი იყო ასეთი კატეგორიის „ადამიანებისათვის“….. არადა,  როგორ დაღალა ამ ცილისწამებლებმა კეთილსინდისიერი საზოგადოება“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com