ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი თევზაძე: მალხაზ მაჩალიკაშვილმა მის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება უნდა გააკეთოს თუ რას გულისხმობდა ამ კონტექსტში?..

გიორგი თევზაძე: მალხაზ მაჩალიკაშვილმა მის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება უნდა გააკეთოს თუ რას გულისხმობდა ამ კონტექსტში?..

 უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: მალხაზ მაჩალიკაშვილმა მის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება უნდა გააკეთოს თუ რას გულისხმობდა ამ კონტექსტში?...

„მედიამ გაავრცელა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამონათქვამი ”ვპირდები ქართველებს პანკისი საქართველოსი აღარ იქნება”, რაც მოსახლეობაში გაღიზიანება გამოიწვია აღნიშნული განცხადების შესახებ კომენტარი გააკეთა, უფლებადამცველმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა გიორგი თევზაძემ,- მისი განცხადებით, პირველ ყოვლისა ვუსამძიმრებ ბატონ მალხაზ ჩალიკაშვილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას, მესმის რა მძიმე ტრაგედიაა ოჯახიდან შვილის დაკარგვა, მიმაჩნია რომ სამართალდამცველმა უწყებებმა სრულად უნდა გამოძოიძიონ აღნიშნული ფაქტი და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს და საზოგადოებამ უნდა გაიგოს რეალური ფაქტები როგორი მწარეც არ უნდა იყოს ნებისმიერი მხარისათვის, რაც შეეხება მედიაში ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოთქმულ განცხადებას ”ვპირდები ქართველებს პანკისი საქართველოსი აღარ იქნება”, ალბათ შესაძლებელია ეს უფრო ემოციურ განცხადებად მინდა ჩავთვალო თუმცა ამ გაცხადებას კონკრეტულ ფაქტზე სამართლიანობის დადგენასთან დაკავშირებით არავითარ კავშირში არააქვს, სამწუხაროდ შესაძლებელია ვინმემ ამას სხვა ინტეპრეტაცია მისცეს რომელიც შესაძლებელია არც კი გაუთვალისწინებია ამის მთქმელს ამიტომაც მიმაჩნია რომ მან აღნიშნულის შესახებ განმარტება უნდა გააკეთოს მედიასთან თუ რას გულისხმობდა ამ კონტექსტში?… უდავოა, რომ საქართველოში ოდიდგანვე ყველა ვინც კი შემოვიდა და დასახლდა ქართველობამ გულით და მეგობრულად მივიღეთ და მათ ჩვენს ძმებად მივიჩნევთ და ასეთივე განწყობას ვიმსახურებთ მათგან.“-აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„როგორ და რატომ წაართვა ხაზარაძემ ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს: „ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com