გიორგი თევზაძე: ვეტერანები შიმშილობენ და 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას ითხოვენ – GEOMEDIAPRESS.GE
ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი თევზაძე: ვეტერანები შიმშილობენ და 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას ითხოვენ

გიორგი თევზაძე: ვეტერანები შიმშილობენ და 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას ითხოვენ

 უკვე რამდენიმე დღეა ვეტერანები შიმშილობენ, ისინი სოციალური პირობების გაუმჯობესებას და 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას ითხოვენ.

  საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ომბუდსმენი, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე,   მოშიმშილეთა აქციას  გაეხმაურა, მისი განცხადებით 

 „გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა მემორიალთან ვეტერანების დაწყებულ შიმშილობის აქციას, რომელიც უკვე მერამდენე დღეა გრძელდება, ვეტერანები საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს სთხოვენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სიცოცხლის ბოლომდე 500 ლარიანი პენსიის დანიშვნას, ვეტერანები ასევე მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს, დროულად მიიღოს ომის ვეტერანთა შესახებ კანონი.

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. საქართველოს ვეტერანთა ომბუსდმენის გიორგი თევზაძის განცხადებით იგი სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილე ვეტერანებს და მათ მიერ დაყენებული მოთხოვნების გათვალისწინება ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოდან მნიშვნელოვნად მიაჩნია. – როცა სამშობლოსათვის მებრძოლი და თავგანწირული მამულიშვილები სახელმწიფოსაგან და საზოგადოებისაგან ყურადღებას და გაფრთხილებას იმსახურებენ რომლებიც სამწუხაროდ იძულებული არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას და მოითხოვონ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 ვეტერანები ყველა ხელისუფლებისაგან გრძნობენ უყურადღებობას, ამასთანავე სახელმწიფოს ფაქტობრივად არ აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ვეტერანების მიმართ, რატომღაც ხელისუფლებას ვეტერანები მხოლოდ ცხრა მაის ახსენდებათ, სამწუხაროდ ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან საქართველოს პარლამენტში წლების წინ და 2012 წლის შემდეგად შეტანილი შტანილი იყო რამდენიმე კანონპროექტი“ კანონი ვეტერანთა შესახებ“, რომელმაც რატომღაც დღის სინათლე ვერ ნახა.

ომის ვეტერანები თუ რა სოციალურ და ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდიან ეს თავად ვეტერანებზე უკეთ არავინ იცის… მივმართავ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს დაინტერესდნენ ომის ვეტერანების მიმართ არსებული პრობლემებით და მათ მიერ წამოჭრილი საკითხებთან მიმართებაში, რადგანაც ყველაფერთან ერთად ვეტერანები მათი ამომჩევლებიც არიან” – აღნიშნულია თევზაძის განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

პროვოკაცია თრუსოს ხეობაში

ახალი პროვოკაცია და საფრთხეები, რომელსაც საქართველო რუსეთიდან თრუსოს ხეობაში უნდა ელოდოს – დღეს დილას  ყაზბეგის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com