ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 9 აპრილის მოვლენები გაიხსენა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ, რომელიც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი და 1989 წლის ცხრა აპრილის მოვლენების მონაწილე და დაზარალებულია

9 აპრილის მოვლენები გაიხსენა უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ, რომელიც ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი და 1989 წლის ცხრა აპრილის მოვლენების მონაწილე და დაზარალებულია

9 აპრილის მოვლენები გაიხსენა უფლებადამცველმა  გიორგი თევზაძემ,  რომელიც 1989 წლის ცხრა აპრილის მოვლენების მონაწილე და  ეროვნულ- განმანთავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი, ასევე  9 აპრილი დაზარალებულია , სააგენო „ჯეომედიაპრესი“ უფლებადამცველ  გიორგი თევზაძე ესაუბრა:

9 აპრილი ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს _ 1989 წლის 9 აპრილს, როცა საბჭოთა იმპერიულმა ძალებმა საქართველოს მთავრობის შენობის წინ სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი, ორლესული ბარებითა და მხუთავი გაზით გაუისწორდნენ დამოუკიდებლოობისთვის მებრძოლ მშვიდობიან დემონსტრანტებს. რა დროსაც დაიღუპა 21 ადამიანი და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას..
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, 1991 წლის 9 აპრილს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგბზე დაყრდნობით, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა.
_ 9 აპრილს დაღუპულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გფარვდეთ ღმერთი~ _ განაცხადა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ.
უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, რომელიც მაშინ წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, “მედიასთან” იხსენებს იმდროინდელ მოვლენებს.
_ ბატონო გიორგი, 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვიგემეთ იმპერიის რისხვა. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. როგორ იხსენებთ მაშინდელ მოვლენებს?
_ ეროვნული მოძრაობა დღის სინათლეზე გამოვიდა და პირველი საპროტესტო აქციები ჩატარდა 1987 წლის ბოლოს. საქართველოს დამოუკდიებლობის აღდგენა იყო ქართველი ხალხის სულიერი მოთხოვნა. ამიტომ იმართებოდა ხალხმრავალი აქციები. ეს იყო უნივერსიტეტში, მთავრობის სახლთან. Eროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე შეიქმნა ორგანიზაციები, რომელსაც არაფორმალურ ორგანიზაციებს ვუწოდებდით ორგანიზაციებს სათავეში ჩაუდგნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვები. მათი უკუმპრომისო ბრძოლის შედეგად საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის აღდგენას.
. 9 აპრილამდე იყო კრემლის მიერ ორგანიზებილი პროვოკაციული ლიხნის წერილი რასაც საქართველოში მოჰყვა შესაბამისი საპროტესტო აქციები რომელიც გაგრძელდა 9 აპრილამდე და ქართველმა ხალხმა წამოაყენა ერთადერთი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მაშინ მე გახლით წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი. ამ ორგანიზაციას მერაბ კოსტავა ხელმძღვანელობდა. მე ამ ორგანიზაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფს ვხელმძღვანელობდი. 9 აპრილს ვიმყოფებოდი მთავრობის სახლთან .
მაშინ მე იქ ვნახე ერთ მუშტად შეკრული ქართველობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეით გამოდიოდა. 8 აპრილს რუსულმა საბჭოთა იმპერიამ მშვიდობიანი დემონსტრანტების შესაშინებლად ტანკები ჩაატარა თბილისში, ეგონათ ხალხს ამით შეაშინებდნენ, მაგრამ პირიქით იმავე საღამოდან უფრო ემატებოდა ხალხი აქციას.
_ დარბევის მომენტში თქვენ მთავრობის სახლთან იმყოფებოდით?
_ რა თქმა უნდა, ჯალათის ხელკეტი მეც მომხვდა. თვალი რომ გავახილე ქაშვეთის ეკლესიაში ვიყავი გადაყვანილი იქიდან ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში წამიყვანეს, შემდეგ ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში. მეორე დღეს წამოვედი და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს შევუერთდი. ღადგან საავადმყოფოებში ადგილები აღარ იყო უფრო ჩემზე მძიმე პაციენტებისათვის
_ გაზით თქვენც მოიწამლეთ?
_ არა, გაზი ჩემს ქარშვერთის ეკლესიაში გადაყვანის შემდეგ გაუშვიათ, ჯალათებმა პირველი რიგები დარბევა ხელკეტებით დაიწყეს რომლის შედეგადაც თავის არეში მომხვდა და გონება მქონდა დაკარგილი . მაშინ ყველა იყო ერთი იდეით გაერთიანებული ვიმყოფებოდით რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი მომავლის იმედი გვაერთიანებდა..
_ დღეს ზოგი იმასაც ამბობს, რომ შეიძლებოდა იმ დარბევის თავიდან აცილება.
_ არ ვიცი, ვინ რას ამბობს.
_ პატრირქს არ დაუჯერესო.
_ დაჯერებაზე არ იყო. ფიცი გვქონდა დადებული, რაც უნდა მომხდარიყო, იქ უნდა ვმდგარიყავით.
_ ისე, პატრიარქის გაფრთხილების შემდეგ ხალხმა მხოლოდ მამაო ჩვენოს წაკითხვა მოასწრო და თან მოედანზე ტანკები შემოვიდნენ.
_ ტანკები უკვე მომდგარი იყვნენ. წასვლას არავინ აპირებდა. ის იყო ბრძოლის ველი. მერაბ კოსტავამ ძალიან კარგად თქვა, რომ ეს იყო წამი, როცა ქართველი ერი ერთ მუშტად შეკრული იდგა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოსაპოვებლად.
_ არ იფიქრეთ, რომ იქ შეიძლებოდა ტანკები შემსულიყვნენ და ესროლათ?
_ ალბათ იმ მომენტში, როგორც მე, ისე სხვა, საკუთარ თავზე არ ფიქრობდა. იქ შეკრებილები დამოუკდიებლობისთვის იბრძოდნენ.
_ სხვათა შორის, საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა კარგად მუშაობდა და ავრცელებდნენ აზრს, აი, ქალები დაიღუპნენ, ლიდერები კი გადარჩნენო.
_ ლიდერები იბრძოდნენ, ისევე, როგორც ყველა იქ მდგომი. ვიღაცას უნდა ლიდერებს ჩირქი მოსცხოს. ეს არის სიცრუე. შემოსულ ჯარსუპირისპირდებოდნენ. ამას ვინც ამბობს, საკიუთარ გულში ჩაიხედოს, რამდენად მართალია. ქალები უკან გავიყვანეთ, მაგრამ ტრაგედია დატრიალდა.
_ 1989 წლის 9 აპრილი იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ერთი ეტაპი და 1991 წლის 9 აპრილი იყო დამაგვირგვინებელი ეტაპი, როცა დამოუკიდებლა აღსდგა. დღესაც ჟღერს ზვიად გამსახურდიას სიტყვები: `9 აპრილს დაღუპულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსდგა ნება მათი, აღსდგა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!~ როცა ამ ფრაზას ამბობდა გამსახურდია, მაშინ სად იყავით?
_ მაშინაც პარლამენტის წინ ვიყავით. ეს იყო ძალიან ბედნიერი დღე ერის ცხოვრებაში.
_ იმ დღეს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოელოდით? წინასწარ ამის თაობაზე განცხადებები არ გაკეთებულა.
_ მე ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი და, გარკვეულწილად, ინფორმაცია წინასწარ მქონდა, რომ იმ დღეს დამოუკიდებლობა უნდა გამოცადებულიყო. მანამდე მსჯელობდნენ, 9 აპრილს გამოცხადებულიყო დამოუკიდებლობის აღდგენა თუ 26 მაისს. ძალიან სწორად გადაწყდა, იმ გმირ ადამიანებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის დამოკიდებლობისთვის ბრძოლას, დაუფასდათ ის თავგანწირვა.
მოგეხსენებათ დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უსწრებდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღესაც. ოკუპანტმა შეიძლება ბევრ რამეს გვერდი აუაროს, მაგრამ რეფერენდუმს გვერს ვერ აუვლის, რადგან მასში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამაც და ხმა მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ეს ფაქტი გამოსაყენებელია _ საქართთველომ უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.
_ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე რაიმეს თუ გაიხსენებთ?
_ მერაბ კოსტავას ეზოში ოთხშბათს და ხუთშაბათს ვიკრიბებოდით მსჯელობდით…. ამასთანავე მერაბ კოსტავას ეზოში უამრავი მოქალაქეც მოდიოდა განცხადებით სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თავისი პრობლემებით. როგორც ადამიანის უფლებათა ჯგუფის ხელმძღვანელი ამ საკითხებზე ვმუშაობდი. Gავიხსენებ ერთ ფაქტს ერთხელ ერთერთი მოქალაქის საკითხებთან დაკავშირებით მთაწმინდის აღმასკომის თავმჯდომარესთან ზურაბ ბიბილეიშვილთან მივედით. დავინახე ბატონი მერაბი დგას მისაღებში. მითხრა, ერთად შევიდეთო. ერთად შევედით. ზურაბ ბიბილეიშვილმა კარგად მიგვიღო.
ალბათ გახსოვთ, 1989 წელს აფხაზებსა და ქართველებს შორის კონფლიქტური სიტუაცია რომ შეიქმნა, ბატონი მერაბი მათ გადაუდგა და დაპირისპირებულები შეაჩერა. ამ ფაქტის შემდეგ შევხვდით ზურაბ ბიბილეიშვილს, რომელმაც მერაბ კოსტავას უთხრა, თქვენი მოსვლა, ბატონო მერაბ, დიდი პატივია, თქვენ ხართ გმირი, უდიდეს პატივს გცემთო. პიროვნულად მერაბს ყველა უდიდეს პატივს სცემდნენ , მერაბი იყო საქართველოზე შეყვარებული და პატრიოტული სულით გულანთებული, შეუდრეკელი მტკიცე ვითამრცა კლდე, სათნო და უკეთილშობილესი პიროვნება.
ზვიად გამსახურდია ძალიან გულთბილი ადამიანი და უდიდესი პატრიოტი იყო. ის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იყო დაბადებული. ზვიად გამსახურდიამ, როგორც პიროვნებამ, როგორც დისიდენტმა, როგორც პრეზიდენტმა ძალიან დიდი ბრძოლები გადაიტანა. 1992 წელს, მთელი საქართველო ფეხზე უნდა დამდგარიყო და არ დაეშვათ რუსეთის მიერ ორგანიზებული კანონიერი ეროვნული ხელისუფლების პუჩი რასაც მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა რომელიც დღემდე გამოუძიებელია და ყველა უბედურება რაც საქართველოს დღეს 1992 წლის შემდეგ დაემართა და დღესაც თან სდევს პერმანენტულად პუჩის შედეგია.
_ დიახ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 28 წლის შემდეგაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და იქ ქართველების უფლებები შელახულია.
_ რუსეთი დღემდე ახორციელებს ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას. რუსეთმა განახორციელა ქართველთა ეთნიკური წმენდა, დღესაც იტაცებენ და კლავენ ქართველებს, მოკლეს ოთხოზორია, კვარაცხელია. წამებით მოკლეს ტატუნაშვილი, ძალიან დიდი სიაა.
_ ალბათ, ჩვენი მხრიდან ბრძოლაც უნდა გაგრძელდეს ამ დარღვეული უფლებების აღსადგენად.
_ თავისთავად საზოგადოებასთან ერთად პირველყოვლისა საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის საერთასორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს. არ უნდა იყოს ჩუმად. საქართველოს ინტერესი უნდა იყოს უპირველესი, საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებმა საერთასორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებთან, გამოიყენონ ყველა ბერკეტი ოკუპანტი რუსეთის შესაჩერებლად თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს ოკუპაციას. ფაქტობრივად, დღეს საქართველო რუსეთთან საინფორმაციო თუ ფიბრიდული ომის მდგომარეობაშია.
_ დღეს თითქოს ზვიად გამსახურდიასადმი დამოკიდებულება შეცვლილია, მაგრამ 9 აპრილი, არ აღიარებული დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. დღემდე დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი აღინიშნება.
_ სიმბოლურად აღინიშნება.
_ ფაქტია, რომ ბოლოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღსდგა.
_ ეს პოლიტიკური ნებაზეა დამოკიდებული. უბრალოდ საოცარია, თურმე ახლა მიხვდნენ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა გამოსაძიებელია. ცხადია, თუ ქვეყანასა და ერს თავმოყვარეობა გვაქვს, პირველი პრეზიდენტის მკვლელობა უნდა გამოძიონ და დამნაშავე პირები დასჯილი.
არა მარტო ზვიად გამსახურდიას მკვლელობა უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშევე პირები გამოვლინებული და დასჯილი, არამედ 1992 წლის პუტჩის ორგანიზატორებიც რომლებმაც რუსეთის დახმარებით მოახდინეს საქართველოში პუტჩი, ამიტომაც პუჩის მონაწილეებმა ჩადენილი ქმებებიდან გამომდინარე პასუხი უნდა თავის უკანონო ქმედებებზე. კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ხოლო საქართველო მუდმივად ივლის ერთ წრეზე მანამ ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა არ გადაწყდება რომელიც შეწყდა 1992 წლის განვითარებული პუჩის შედეგად, რადგანაც კანონიერი ხელისუფლების იარაღით განდევნამ შეყვიტა ხელისუფლების ლეგიტიმაცია რომლის შემდგომ ხელისუფლების მართვა თავისთავზე აიღო შექმნილმა უკანონო სახელმწიფო საბჭომ რომლის შემდგომ ხელისუფლების მართვა გადავიდა სახელმწიფო მეთაურის ხელში რომელმაც დანიშნა არჩევნები რაც გრძელდება დღემდე, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია რომ აღდგეს ამისათვის აუცილებელია დევნილმა უზენაესმა საბჭომ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რაც დადებით შედეგის მომტანი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით . საქართველოს თუ რამე ყველა უბედურება სჭირს ქვეყანას, ეს არის 1991-92 წლების პუტჩის მოვლენების შედეგი.

 ლელა გვანცელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძეს! „გულითადად გილოცავ! მეამაყები სასახელო ქართველო და ბეჭდაუდებელო ფალავანო!“

ლუკა კურტანიძეს!  გულითადად გილოცავ! მეამაყები სასახელო ქართველო და ბეჭდაუდებელო ფალავანო! 2014 წლის გაზაფხულზე მქონდა ბედნიერება ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com