ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი თევზაძე :„აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა საოუკუპაციო ხაზთან გახსნას საგუშაგოები და დაიწყოს მუდმივი პატრულირება“

გიორგი თევზაძე :„აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა საოუკუპაციო ხაზთან გახსნას საგუშაგოები და დაიწყოს მუდმივი პატრულირება“

ფლებადამცველმა გიორგი თევზაძე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოკუპანტები უკვე ისე გათავხედნენ, რომ საოუკუპაციო ზოლიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე .

უფლებადამცველმა გიორგი თევზაძე საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოკუპანტები უკვე ისე გათავხედნენ, რომ საოუკუპაციო ზოლიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე (სოფელ ნიქოზში ) თავისუფლად თარეშობენ და მათლმადიდებლობაზე დიდი „პრეტენზიის“ მქონე რუსები სასულიერო პირსაც კი იტაცებენ საკუთარი საკარმიდამო ადგილიდან…

კერძოდ, ოკუპანტებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი(დურგლიშვილი) დააკავეს.

მოტაცებული სასულიერო პირი მღვდელი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ მოთავსებული, მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები და ოკუპანტები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს.

 აღსანიშნავია, რომ ეს ოკუპანტების მიერ სასულიერო პირის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან მოძღვარი ზაფხულში გაიტაცეს, ამასთანავე ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით საუკუპაციო ზოლთან ასეთი ფაქტები გახშირებულია ოკუპანტების მხრიდან.

აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა საუკუპაციო ხაზთან გახსნას საგუშაგოები და დაიწყოს მუდმივი პატრულირება ადგილობრივი ქართველების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ  გავრცელებულ მიმართვაში ხელისუფლებისადმი“- ნათქვამია განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com