ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი თევზაძე:საინგილოში ქურმუხის ეკლესიის დარბევის გამო, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მივმართავ, შეიქმნას მუდმივმომქმედი სახელმწიფოთაშორისო კომისია, რომელიც იზრუნებს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვისათვის

გიორგი თევზაძე:საინგილოში ქურმუხის ეკლესიის დარბევის გამო, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მივმართავ, შეიქმნას მუდმივმომქმედი სახელმწიფოთაშორისო კომისია, რომელიც იზრუნებს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვისათვის

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეიქმნას მუდმივმომქმედი სახელმწიფოთაშორისო კომისიის შექმნას სთავაზობს ინტერნეტ მედიით პირველადმა წყარომ გურია ნიუსმა, გავრცელა ინფორმაცია 2017 წლის 31 დეკემბერს საინგილოში მდებარე კახის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის ბარბაროსული დარბევის შესახებ, ამ აღმაშფოთებელ ინფორმაციას გამოვეხმაურა საზოგადოების ნაწილი რომლის შემდგომ დამიკავშირდა დამიკავშირდა ალი ბაბაევი (Ali Babayev ) რომელსაც ვიცნობ კარგად, მან მითხრა რომ იგი იმყოფება ამჟამად აზერბაიჯანში და ამოწმებს გურიანიუსის მიერ პირველად გავრცელებულ ინფორმაციას კახში წმინდა გიორგის ეკლესიის დარბევის შესახებ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებული პერიპეტიები წარსულში გვახსოვს რაც უდაოთ სამწუხარო ფაქტები იყო, ასევე ყურადსაღებია ეთნიკურად ქართველი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების მდგომარეობის შესწავლა და ზრუნვა მათი უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით, ამისათვის ვთავაზობ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეიქმნას მუდმივმომქმედი სახელმწიფოთაშორისო კომისია სადაც შევლენ; რელიგიური კონფენსიების, სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, და ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც მომენტალურად შეისწავლიან ადგილზე ნებისმიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, იზრუნებენ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვისათვის, მასთანავე ექნებათ აქტიური კომუნიკაცია ორივე სახელმწიფოს ხელისუფლების პირებთან, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე აღნიშნული კომისია განახორციელებს შესაბამის მონირორინგს უფლებების დაცვის მიმართულებით .- აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის გავრცელებულ მიმართვაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. მოიხსენოს უფალმა სასუფეველსა თვისსა (1989 წლის ...