ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი თევზაძე:„ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას, ამხელა სიმძიმის დანაშაული უდანაშაულოდ ედება ბრალად, როგორც თავად ბრალდებული აცხადებს, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს…“

გიორგი თევზაძე:„ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას, ამხელა სიმძიმის დანაშაული უდანაშაულოდ ედება ბრალად, როგორც თავად ბრალდებული აცხადებს, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს…“

ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი გიორგი თევზაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის განცხადებას .

 – რომელიც კომენტარისას აღნიშნავს, რომ “უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და კარგი იქნება თუ ამერიკული მხარე ჩაერთვება ამ გამოძიებაში რათა დადგინდეს ვინ არის ამ საშინელ დანაშულის ჩამდენი, ადამიანი ცოდვაა თუ მართლა მას ამხელა სიმძიმის დანაშაული უდანაშაულოდ ედება ბრალად როგორც თავად  ბრალდებული აცხადებს, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მახსოვს როცა გიორგი სანაია მოკლეს პირველად ვინმე დათო გელაშვილი დააკავეს და მაშინდელი მედია და სამართალდამცავი უწყებები მას უპირობო დანაშულის ჩამდენად მიიჩნევდნენ და ასედაც მოიხსენიებდნენ კიდეც, როცა მე გავხვდი დავით გელაშვილის ადვოკატი თითქმის თავიდან დავიწყე საქმის გამოძიების დეტალების შესწავლა და ა.შ… და დადგინდა, რომ დათო გელაშვილი უდანაშაულო იყო გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე , ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ვინმე ხურცილავა დააკავეს სანაიას მკვლელობის საქმეზე, ამიტომაც დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და მედიამ, საზოგადოებამ, სახელმწიფო სტრუქტურებმა თავი შევიკავოთ წინასწარ დასკვნების გაკეთებისაგან. და ნებით თუ უნებლიე ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას, ხოლო ჩემს კოლეგას რომელიც ჩაერთო როგორც ბრალდებულის დაცვის მხარეს, პროფესიონალ ადვოკატს ბატონ დავით გირგვლიანს, ვუსურვებ წარმატებებს მოცემულ საქმეზე ობიექტურობის დადგენაში.“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com