ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი დანელია “ნაღვლიანი კომედიებით”-„მიმინო“, რომელმაც ქართველები ყველას შეაყვარა

გიორგი დანელია “ნაღვლიანი კომედიებით”-„მიმინო“, რომელმაც ქართველები ყველას შეაყვარა

გიორგი დანელიას ოჯახი 1939 წლიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მამა – გენერალ–მაიორი ნიკოლოზ დანელია ჯერ საგზაო ინჟინრად მუშაობდა, შემდეგ შახტის უფროსად და სსრკ–ს მეტრომშენის მთავარ ინჟინრად. დედა – მერი ანჯაფარიძე წლების განმავლობაში მსახურობდა “მოსფილმში” ასისტენტად, მეორე რეჟისორად და როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ის გახლდა ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის და. 

მომავალმა რეჟისორმა თავდაპირველად მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი დაამთავრა (1954). 1954-55 წლებში მუშაობდა არქიტექტორად ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში. არქიტექტურით გატაცება დაეხმარა შემდგომ რეჟისორულ მუშაობაში. “მომავალი სურათის ჩანაფიქრი ჩემთვის მისი ვიზუალური აღქმით, სურათის პროპორციების შერწყმით და თანაფარდობის რითმით იწყება, პირველადი განათლებით მე არქიტექტორი ვარ და როგორც ჩანს ამ კვალის წაშლა შეუძლებელია”. – ამბობს გიორგი დანელია, მოგვიანებით “მოსფილმის უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა, აღნიშნული კურსი მიხეილ რომის ხელმძღვანელობით გაიარა და 1959 წელს “მოსფილმის” სტუდიაში კინორეჟისორად დაიწყო მუშაობა.

გიორგი დანელია ცნობილია თავისი “ნაღვლიანი კომედიებით”, როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას. ნიკიტა ხრუშჩოვის კულტურული “დათბობის” პერიოდში იგი “ახალი ტალღის” წამომწყები აღმოჩნდა საბჭოთა კინემატოგრაფიაში. პირველ წარმატებას იგორ ტალანკინთან ერთად, ფილმით “სერიოჟა” მიაღწია (1960). ფილმი კარლოვი ვარში “ბროლის გლობუსით” დაჯილდოვდა, შემდეგი ფილმი იყო “დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” (1963) – პოპულარული ლირიკული კომედია, ანდრეი პეტროვის ჰიტად ქცეული სიმღერის სათაურით და მაშინ სრულიად ახალგაზრდა ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით. სულ მალე ნიკიტა ხრუშჩოვი ლეონიდ ბრეჟნევმა შეცვალა და ე.წ. “დათბობის” ხანაც დასრულდა. გიორგი დანელიას მორიგი კომედია “33” (1965) მაშინდელი “კგბ”–ს მეთაურის ვლადიმერ სემიჩასტნის მიერ ანტისაბჭოურად იქნა მიჩნეული. მან წერილი მისწერა ცენტრალურ კომიტეტს, სადაც წერდა “…”33″ არის მცდელობა დააკნინოს ყველაფერი, კოსმონავტის ფრენის ჩათვლით…”. გიორგი დანელიას მოუხდა 4 დაუსრულებელი წელი ლოდინი იმისთვის, რომ მორიგი ფილმის გადაღების შანსი გასჩენოდა. ეს გახლდათ ფილმი “არ დაიდარდო” (1969). მისი შემდგომი კომედიები: “იღბლიანი ჯენტლმენები” (1972), “აფონია” (1975), “მიმინო” (1977) აგრძელებენ მის წარმატებულ კარიერას. კომედიური ჟანრის პარალელურად დანელიამ შექმნა მელოდრამა “შემოდგომის მარათონი” (1979), 1986 წელს ის იღებს ფანტასტიკას “ქინ–ძა–ძა”. მსახიობმა ევგენი ლეონოვმა, რომელსაც გიორგი დანელიას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული ასე დაახასიათა რეჟისორი: “ჯერ ერთი ის არის ნიჭიერი და თვითმყოფადი მხატვარი, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მოულოდნელი, იმათთვისაც კი ვინც კარგად იცნობს და მეორე – ის უბრალოდ კეთილი ადამიანია: მისი ნიჭიც კეთილია და ფილმებიც. ყველა მათგანში ის ტოვებს სიკეთის ნაწილს, თავისი გულის ნაწილს და ადამიანებისადმი თავისი სიყვარულის ნაწილს”.

კითხვაზე თუ როგორ აფასებს რეჟისორი თავის ფილმებს გიორგი დანელია პასუხობს: “ხუთიანებს ვუწერ ფილმებს, რომლებიც ჩემი აზრით “გამომივიდნენ”: “არ დაიდარდო” და “შემოდგომის მარათონი”. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, უბრალოდ მათში მეტი აღმოჩენაა. საუკეთესო სცენარი კი ალბათ “იღბლიანი ჯენტლმენები” იყო. მე ის ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავწერე, მაშინ ახალგაზრდები და მხიარულები ვიყავით, რაც ამ სურათზეც აისახა. შემოსავლების მხრივ ყველა რეკორდი “აფონიამ” მოხსნა, ხოლო წარმატების მარათონი “მიმინომ” აჩვენა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ოთხი ტირაჟი და უამრავი რაოდენობის ჩვენება ტელევიზიით”.

გიორგი დანელიას ავტობიოგრაფიული წიგნი – “უბილეთო მგზავრი” თარგმნილია ქართულ ენაზე. მას არასდროს გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან. მის ფილმებში სისტემატურად მონაწილეობენ ქართველი მსახიობები და მოქმედების ადგილიც ხშირად საქართველოა. არის თბილისის საპატიო მოქალაქე (1985). გიორგი დანელიას სცენარების ერთ–ერთი თანაავტორია რეზო გაბრიაძე. ფილმების უმრავლესობსათვის მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა, მანვე მიუძღვნა მას მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის – “პატარა დანელიადა”.

გიორგი დანელია პირველად ადრეულ ასაკში დაოჯახდა ირინა გინზბურგზე (1951-1956). ამ ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი – სვეტლანა დანელია, პროფესიით იურისტი. 1957-1984 წლებში მისი მეუღლე იყო ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებისათვის კინოს ისტორიაში (370 კინოროლი). იგი თითქმის მუდმივად ჩნდება დანელიას იმჟამინდელ ფილმებში. მათი ვაჟი, ნიკოლოზ დანელია – რეჟისორი, პოეტი, მხატვარი ტრაგიკულად დაიღუპა (1958-1985). 1984 წელს გიორგი დანელიამ კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე იქორწინა. მას გადაღებული აქვს ფილმები: “ფრანგი”, “ღვთის გლახა”, ასევე მოკლემტრაჟიანი ფილმები: “ხუმრობა”, “მიმდინარე დღე”. გიორგი დანელიამ იშვილა მეუღლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან კირილე დანელია – მხატვარი.

გიორგი დანელიას ფილმოგრაფია:

“სერიოჟა” (რეჟისორი, სცენარისტი), 1960

“გზა ნავმისადგომთან” (რეჟისორი), 1962

“დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” (რეჟისორი), 1963

“33” (რეჟისორი, სცენარისტი), 1965

“არ დაიდარდო” (რეჟისორი), 1969

“ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები” (რეჟისორი), 1972

“იბლიანი ჯენტლმენები” (რეჟისორი, სცენარისტი), 1972

“აფონია” (რეჟისორი), 1975

“მიმინო” (რეჟისორი, სცენარისტი), 1977

“შემოდგომის მარათონი” (რეჟისორი), 1979

“ცრემლები ცვიოდა” (რეჟისორი, სცენარისტი), 1982

“ქინ–ძა–ძა” (რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი), 1986

“ფრანცუზი” (სცენარისტი), 1988

“პასპორტი” (რეჟისორი, სცენარისტი), 1990

“ნასტია” (რეჟისორი, სცენარისტი), 1993

“არიოლი და რეშკა” (რეჟისორი, სცენარისტი), 1995

“ფორტუნა” (რეჟისორი, სცენარისტი), 2000

“კუ! ქინ–ძა–ძა” (რეჟისორი, სცენარისტი) 2013

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 – საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1997 – პრიზი “ოქროს აფროდიტე”
    ფილმი “არიოლი და რეშკა”
  • 1996 – ვარნას საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი
    ფილმი “არიოლი და რეშკა”
  • 1996 – პრემია “ამარკორდი”
    ფილმი “პასპორტი
  • 1993 – პრიზი “ამარკორდი”
    ფილმი “ნასტია”
  • 1992 – რუსეთის კინოაკადემიის პრიზი “ნიკა” (ერთობლივი ჯილდო რევაზ გაბრიაძე და არკადი ხაიტი)
    საუკეთესო სცენარი ფილმისთვის “პასპორტი”
  • 1990 – მთავარი პრიზი ოდესის კინოფესტივალი
    ფილმი “პასპორტი”
  • 1990 – სპეციალური პრიზი კანის კინოფესტივალი
    ფილმი “პასპორტი”
  • 1989 – სსრკ სახალხო არტისტი
  • 1987 – სპეციალური პრიზი მადრიდი
    ფილმი “ქინ–ძა–ძა”
  • 1981 – ძმები ვასილევების სახელობის რსფსრ სახელმწიფო პრემია
  • 1980 – შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1980 – პრიზი უცხოური ფილმისათვის ბერლინის კინოფესტივალი
    ფილმი “შემოდგომის მარათონი”
  • 1979 – “ოქროს ნიჟარა” სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი
    ფილმი “შემოდგომის მარათონი”
  • 1978 – სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
    ფილმი “მიმინო”
  • 1977 – “ოქროს პრიზი” მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი
    ფილმი “მიმინო”
  • 1974 – “ოქროს პალმის რტო” კანის კინოფესტივალი
    ფილმი “ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები”
  • 1964 – “ოქროს პალმის რტო” კანის კინოფესტივალი
    ფილმი “დავდივარ მოსკოვის ქუჩებში”
  • 1960 – “ბროლის გლობუსი” კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი
    ფილმი “სერიოჟა”.
  •  წყარო: “ქარველები უცხოეში“
  • ი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ჟი­სორ გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას „მი­მი­ნოს“ პრე­მი­ე­რი­დან 40 წე­ლია გა­სუ­ლი, ის დღემ­დე ქარ­თვე­ლი და არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რელ ფილ­მად რჩე­ბა. კვლავ ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ ფილმში გაჟ­ღე­რე­ბულ ფრა­ზებს, მღე­რი­ან „ჩიტო-გვრი­ტოს“ და ა.შ.

    თუ რა­ტომ და­სახ­ლდა ვა­ლი­კო მი­ზან­და­რის გმი­რი სას­ტუმ­რო „რა­სი­ა­ში“ სო­მეხ მე­ზო­ბელ­თან ერ­თად, რა­ტომ იყო ხა­ჩი­კი­ა­ნი მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­ლი­ჟა­ნი­დან, რო­გორ შე­ა­ფა­სეს სომ­ხეთ­ში გა­მარ­თულ პრე­მი­ე­რა­ზე ფილ­მის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე პერ­სო­ნა­ჟი – ამის შე­სა­ხებ „მი­მი­ნოს“ რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი და­ნე­ლია თა­ვის მე­მუ­ა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში „ჩიტო-გრი­ტო“ წერს.

    ფრუზ­ნიკ მკრტი­ჩი­ა­ნის გმი­რი, ფილ­მი­დან “მი­მი­ნო”, რო­გორც ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, ამ მსა­ხი­ო­ბის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო რო­ლია კი­ნო­ში. არა­და თა­ვის დრო­ზე ჩვენს მიერ აგ­დე­ბუ­ლი მო­ნე­ტა მე­ო­რე მხრი­დან რომ და­ცე­მუ­ლი­ყო, შე­საძ­ლოა, მას არც ეთა­მა­შა “მი­მი­ნო­ში” და ფილ­მიც სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო. როცა სცე­ნა­რის დიდი ნა­წი­ლი და­ი­წე­რა და ბუბა კი­კა­ბი­ძის გმი­რი – ვა­ლი­კო მი­ზან­და­რი მოს­კოვ­ში ჩაფ­რინ­და, გაჩ­ნდა კი­თხვა – სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში მარ­ტო და­ვა­ბი­ნა­ოთ, თუ ვი­ღა­ცას­თან ერ­თად. მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რეთ, რომ ვინ­მეს­თან ერ­თად უფრო სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბო­და. “მაგ­რამ, ვის­თან ერ­თად – ლე­ო­ნოვ­თან, თუ მკრტი­ჩი­ან­თან?” – ორი­ვე ვა­რი­ან­ტი სა­ინ­ტე­რე­სო გვეჩ­ვე­ნა. ამი­ტომ მო­ნე­ტის ერთ მხა­რეს ერ­თის გვა­რი დავ­წე­რეთ, მე­ო­რე მხა­რეს – მე­ო­რე. ავაგ­დეთ და მკრტი­ჩი­ან­მა გა­ი­მარ­ჯვა…

  • გა­და­ღე­ბის მო­მენ­ტში ძა­ლი­ან ცი­ო­და, ტემ­პე­რა­ტუ­რა -40 გრა­დუ­სამ­დე ეცე­მო­და. იყი­ნე­ბოდ­ნენ ბუბა და ფრუნ­ზი­კა. შეს­ვე­ნე­ბი­სას ორი­ვე ჩემ­თან მიმ­ყავ­და ხოლ­მე. ვსა­უზ­მობ­დით, თან გან­ვი­ხი­ლავ­დით გა­და­სა­ღებ სცე­ნებს. ამ მო­მენ­ტში ფრუნ­ზი­კა თა­ვის პერ­სო­ნაჟს სხვა­დას­ხვა რეპ­ლი­კებს უგო­ნე­ბდა.

    რად­გან ფრუნ­ზიკ მკრტი­ჩი­ა­ნი ჩვენს ფილმში სომ­ხებს ასა­ხი­ე­რებ­და, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ სომ­ხებს მოს­წო­ნე­ბო­დათ იგი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ მა­ინც, ამი­ტომ პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ზე რე­ჟი­სო­რი ედიკ კე­ო­სი­ა­ნი დავ­პა­ტი­ჟე. ფილ­მი მო­ე­წო­ნა: “ადა­მი­ა­ნუ­რი კი­ნოა, რაც ახლა იშ­ვი­ა­თო­ბა­აო” – თქვა მან. “სო­მე­ხი თუ მო­გე­წო­ნა?” – ვე­კი­თხე­ბი. “მშვე­ნი­ე­რი ბი­ჭია” – მი­თხრა ედიკ­მა.

    ფილ­მი პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვი­და სომ­ხეთ­ში, კი­ნოს სახ­ლში ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ – “ქარ­თველ­მა სო­მე­ხი გა­და­ი­ღოო”.

    და­ი­წყო ჩვე­ნე­ბა… გა­მოჩ­ნდა მკრტი­ჩი­ა­ნი სა­სა­ცი­ლო და სიმ­პა­ტი­უ­რი. შემ­დეგ იგი ცეკ­ვავს – ცუ­დად არა. მომ­დევ­ნო ეპი­ზოდ­ში იგი ქარ­თველს სა­ბუ­რავს აძ­ლევს – ნორ­მა­ლუ­რი ბი­ჭია, ვე­რა­ფერ­ზე აუ­შარ­დე­ბი… ცოტა ხან­ში იწყე­ბა სცე­ნა, რო­მელ­შიც ქარ­თველს უნდა დი­ლი­ჟან­ში და­რეკ­ვა, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნის­ტი ეუბ­ნე­ბა – “შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო”. “თე­ლავ­შიც ვერ დავ­რე­კავ?” – ისევ კი­თხუ­ლობს ქარ­თვე­ლი. რა თქმა უნდა – პა­სუ­ხობს ტე­ლე­ფო­ნის­ტი და აერ­თებს, ილა­პა­რა­კე­თო. “ეგ­რეც ვი­ცო­დით” – აღ­ნიშ­ნეს დარ­ბაზ­ში – “დი­ლი­ჟან­ში და­რეკ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და თე­ლავ­ში – რა თქმა უნდა?! სა­ერ­თოდ, ვინ იცის მა­გა­თი თე­ლა­ვი, დი­ლი­ჟა­ნი კი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტი­აო!” – თუმ­ცა, სომ­ხე­ბის აღ­შფო­თე­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ტე­ლე­ფო­ნისტს თე­ლა­ვი თელ-ავივ­ში არე­ვია…

    ისე დამ­თავ­რდა ფილ­მი, სა­წყე­ნი ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. ფილ­მის ბო­ლოს გად­მომ­ცეს: “დი­ლი­ჟა­ნე­ლებ­მა და­ნე­ლი­ას უთხა­რი, ეწ­ვი­ოს დი­ლი­ჟანს და თა­ვად დარ­წმუნ­დეს, რომ დი­ლი­ჟა­ნის წყა­ლი მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე კი არა, პირ­ველ ად­გილს იკა­ვებ­სო”.

    მინ­და გი­თხრათ, რომ თა­ვი­დან სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით მე­ო­რე ად­გილს დი­ლი­ჟა­ნის კი არა – ლე­ნი­ნა­კა­ნის წყა­ლი იკა­ვებ­და, მაგ­რამ გია ყან­ჩელ­მა, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს დი­ლი­ჟა­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლში ის­ვე­ნებ­და, მთხო­ვა – სცე­ნარ­ში ლე­ნი­ნა­კა­ნი დი­ლი­ჟა­ნით შე­მეც­ვა­ლა. “ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია” – ვუ­თხა­რი მე, იმი­ტომ, რომ დი­ლი­ჟა­ნი კუ­რორ­ტია და ხა­ჩი­კი­ა­ნი კომ­პო­ზი­ტო­რი კი არა, მძღო­ლია-მეთ­ქი. კი, მაგ­რამ დი­ლი­ჟან­შიც ხომ ცხოვ­რო­ბენ მძღო­ლე­ბი? – არ მეშ­ვე­ბო­და ყან­ჩე­ლი, რო­მელ­საც შე­ვამ­ჩნიე, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლა­ბა­და ეცვა. დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ავათ­ვა­ლი­ერ-ჩა­ვათ­ვა­ლი­ე­რე და აღ­ვნიშ­ნე: “ლა­მა­ზი ლა­ბა­დაა, ზუს­ტად ასეთს ვე­ძებ­დი-მეთ­ქი. აიღე! გა­მომ­ძალ­ვე­ლო!” – ლა­ბა­და გა­იძ­რო ყან­ჩელ­მა და მო­მა­წო­და… აი, ასე და­სახ­ლდა ფრუნ­ზიკ მკრტი­ჩი­ა­ნის პერ­სო­ნა­ჟი – რუ­ბიკ ხა­ჩი­კი­ა­ნი დი­ლი­ჟან­ში”.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...