ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი გახარია: „ ორშაბათიდან, თბილისში 20 საპატრულო სერვის-ცენტრი ამოქმედდება, რომელიც აღჭურვილი იქნება 9 საათიანი სამხრე-კამერებით და ტურისტულ ლოკაციებს გააკონტროლებს“

გიორგი გახარია: „ ორშაბათიდან, თბილისში 20 საპატრულო სერვის-ცენტრი ამოქმედდება, რომელიც აღჭურვილი იქნება 9 საათიანი სამხრე-კამერებით და ტურისტულ ლოკაციებს გააკონტროლებს“

 შს  მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმების ახალი ეტაპის დაწყება დაანონსა:

„ საპატრულო პოლიციას რეფორმების გატარების ახალი ეტაპი დავიწყეთდღეისათვის ჩვენ შევქმენით  50 სერვისი-ცენტრი გულუას ქუჩაზე, სადაც მოქალქეებს შეუძლიათ ხარისხიანი მომსახურეობის მიღება,ომსახურეობის სააგენტოს ტესტით.

 მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საპატრულო პოლიციის სერვისების მიღება,  რაც შეიძლება იყოს კომფორტული.ასევე,  სიახლეა სერვისების მიწოდების კუთხით, ჩვენ უკვე შევიძინეთ  სამხრე კამერები, ყველა ის სერვისი,  რომელიც დაკავშირებულია ჩვენს მოქალაქეებთან შეგვიძლია მივიღოთ უმოკლეს დროში, სადაც განთავსებული  იქნება მომსახურების სააგენტის ტესტი.

მინდა ავღნიშნო,  რამდენიმე პრინციპული თემა, რომელიც ხარისხობრივად აუმჯობესებს, ჩვენი მოქალაქეების და ასევე ინსპექტორების უსაფრთხოებას, ეს არის სამხრე კამერები.სამხრე კამერების გამოჩენა რა თქმა უნდა სწორი ნაბიჯი იყო.გარკვეული ტექნოლიგიური პრობლემები არსებობდა, ერთ პერიოდში შევქმნებით დიდი მოლოდინები, მაგრამ გარკვეულ მომენტში გაგვიჭირდა. დღეის მდგომარეობით ჩვენ შევიძინეთ უკვე გარკვეული ტექნოლოგიური სამხრე კამერები, ის რაც ჩვენ გვქონდა თანმიმდევრული ჩაწერის კამერები, ეს იყო 40 წუთი, ახალი კამერებით,  ამ ინფორმაციის 9 საათიაანი   სისტემის მართვა ხდება სისტემატიურად.

სერვერული სისტემა არის გაძლიერებული, არის უსაფრთხო და ეს ხდება  მიმდინარე, ცოცხალ რეჟიმში, ეს რა თქმა უნდა აუმჯობესებს პოლიციელის კონტროლს, ისე  მოქალაქეების უსაფღთხოების ნაწილს.

ჩვენ ვაპირებთ სხვა ნაბიჯების გადადგმასაც, ორშაბათიდან გვექნება სიახლე, ეს გახლავთ  ქვეითი პატრულის კორპუსი, მოგეხსენებათ, რომ  ტურისტების რაოდენობა იზრდება და ეს  ერთის მხრივ, არის ეკონომიკისთვის მომგებიანი, მაგრამ სამართალდამცავი სისტემისთის ეს არის გამოწვევა, რამეთუ ამხელა ტრაფიკს ტურისტებისას  რისკები მოჰყვება.  ჩვენ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული ლოკაციები და ადგილები. ორშააბათიდან საპატრულო პოლიციის 20 ქვეითი ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად დაემატება მას 20 ეკიპაჟი. ჩეენ ვგეგმავთ, რომ ასეთი პატრულის ეკიპაჟი კიდევ  60-მდე გავზარდოთ,  რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ ე.წ „ტურისტული პატრულის“ მსგავსი, რაც  იქნება ეფექტური, მიეხმარება  როგორც მართლწესრიგის დაცვას და ასევე მომსახურებას გაუწევს ტურისტებს“-განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com