ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი გახარია ე.წ. „კოკაიშნიკობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს პროკურატურაში უჩივის

გიორგი გახარია ე.წ. „კოკაიშნიკობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს პროკურატურაში უჩივის

ყოფილი პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს,  ირაკლი კობახიძეს უჩივის, რომელიც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, გენერალურ პროკურატურას გიორგი გახარია გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

შესაბამისი განცხადება საგამოძიებო უწყებაში პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა დღეს შეიტანეს.

აჩივარი კონკრეტულად იმ განცხადებებს ეხება , რომელშიც ირაკლი კობახიძემ გახარიას მისამარ თით გააკეთა და მას „კოკაინშიკი“ უწოდა და მის ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით გამოთქვა სავარუდო ეჭვი.

ახლა გიორგი გახარიას პარტია პროკურატურისგან მოითხოვს, რომ ამ ცრუ ბრალდების საქმეზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

ირაკლი კობახიძის მიერ მასმედიაში გაკეთებული განცხადებების გამო, როგორც დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე, ირაკლი კობაიძე გამოიკითხოს და ჩაატარონ დროული, სრულყოფილი , ობიექტური გამოძიება- ხოლო დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის მიერ მასმედიაში გაკეთებული განცხადებების გამო, როგორც დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე, ირაკლი კობაიძე გამოიკითხოს და ჩაატარონ დროული, სრულყოფილი , ობიექტური გამოძიება- ხოლო დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ცრუ დასმენაზე დააყენონ კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

„ ჩვენ გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და გამოიძიოს ის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო განცხადებები ირაკლი კობახოძის მიერ მასმედიაში გაკე თ ებული განცხადებები გიორგი გახარიას ე.წ. „კოკაიშნიკობის ბრალდებასთან“ დაკავშირებით .

ის რასაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ა.შ. ცალსახად, ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების შემდეგ, როცა დადგინდება, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, აუცილებლად უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით”,- განაცხადა პარტია „საქართველოსათვის “ წევრმა მიხეილ დაუშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...