ახალი ამბები
Home / Uncategorized / გიორგი გახარიას მხარდამჭერობის გამო დაკავებულ აკაკი ბართაიაზე მუქარა პატიმრობის შემდეგაც გაგრძელდა

გიორგი გახარიას მხარდამჭერობის გამო დაკავებულ აკაკი ბართაიაზე მუქარა პატიმრობის შემდეგაც გაგრძელდა

„ნაცრეჟიმის“ მსხვერპლის ბუტა რობაქიძის მეგობრის და მისი საქმის ერთ-ერთი დაზარალებულის, ამჟამად კი გიორგი გახარიას მხარდამჭერობის გამო დაკავებულ აკაკი ბართაიაზე მუქარა პატიმრობის შემდეგაც გაგრძელდა.

როგორც გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, აკაკი ბართაიას ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში.

პარტია აღნიშნავს, რომ ფაქტი მოხდა 16 აგვისტოს: „პარტიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, აკაკი ბართაია მიემგზავრებოდა სურამში, რა დროსაც მცხეთაში გააჩერა პოლიციამ და გადაიყვანა მანქანიდან. მისი მონაწილეობით ავტომობილის ჩხრეკის ჩატარებამდე, ის ჩასვეს ე.წ. „ტაქსიში“ (პოლიციის შენიღბულ მანქანაში), სადაც გაჩერების მიზეზად ისევ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაუსახელეს. ამ პერიოდში მეორე მანქანა ჩადგა ამ ტაქსსა და აკაკის მანქანას შორის ისე, რომ მთლიანად დაფარა მისი მანქანის ხილვადობა. შემდეგ კი, ის გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ ავტომობილთან და მოსთხოვეს საბარგულის გახსნა, სადაც მას ედო სამგზავრო ჩემოდანი, რომელიც მეუღლემ ჩაულაგა გამგზავრებამდე. პოლიციელებმა გახსნეს ჩემოდანი და ამოიღეს იარაღი. ამ საფუძვლით მოხდა მისი დაკავება და შემდგომში ფიზიკური ძალის გამოყენებით ბიოლოგიური მისი მასალის (ნერწყვის) აღება, რა დროსაც მან მიიღო დაზიანება, რაც გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ბიოლოგიური მასალა სჭირდებოდათ შემდგომ ე.წ. ნივთმტკიცებაზე დეენემის კვალის დასატანად”.


პარტია “საქართველოსთვის” ლიდერები ირწმუნებიან, რომ პოლიციამ მათ თანაგუნდელს, ირაკლი ბართაიას, იარაღი ჩაუდო

ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, ბართაიას დაჭერამდე აფრთხილებდნენ, რომ თუ პოლიტიკურ საქმიანობას არ შეწყვეტდა, დააკავებდნენ. 

გაფრთხილებიდან მალევე, 16 აგვისტოს, ირაკლი ბართაია პოლიციამ მცხეთაში აიყვანა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი დღეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით პატიმრობაში დატოვა

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...