ახალი ამბები
Home / არჩევნები / გიორგი ანდრიაძე:„მიშა და ბიძინა და 15 წელია ერთად ურევენ ქვეყანას, ისინი საქართველოს ნარკომანიზაციას, ბორდელიზაციას და გაუბედურებას აგრძელებენ“

გიორგი ანდრიაძე:„მიშა და ბიძინა და 15 წელია ერთად ურევენ ქვეყანას, ისინი საქართველოს ნარკომანიზაციას, ბორდელიზაციას და გაუბედურებას აგრძელებენ“

ინტერვიუ  პრეზიდენტობის კანდიდატ   გიორგი ანდრიაძესთან

 

-ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით წინასააჩევნო სიტუაციას, თქვენ პირველ  ტურში მონაწილეობდით, როგორ ფიქრობთ ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოა?

–  ასეთი სახის არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ვგულისხმობ იმას, იმას, რომ პინოჩეტის და ჩრდილოეთ კორეის ტიპის არჩევნები იყო, იგულისხმება ჩემთვის და არა იმისთვის, როგორც დატოვეს  წინასწარშერჩეული ორი კანდიდატი. ჩემთვის სრულიად დაკეტილი იყო სატელევიზიო სივრცე და ორი თვის განმავლობაში ვერ იპოვით ვერცერთ სიუჟეტს, რომელიც გავიდა რომელიმე ტელევიზიაში, სრული ბლოკირება განახორციელეს.

-ვინ განახორციელა თქვენი ბლოკირება?

-ნაციონალურ-ქოცურმა კოჰაბიტაციუმა ხელისუფლებამ.მათ ჰქონდათ ეს სპექტაკლი დაგეგმილი, რომ ეს ორი კანდიდატი უნდა დარჩენილიყო, დანარჩენი კანდიდატები მათ სცენარში არ  მოიაზრებოდნენ ვინაიდან, როგორც „რუსთავი2“, ისე „იმედი“ მათ წინასაარჩევნო აქტივობებს აშუქებდნენ,  მაგრამ ჩემი  წინასაარჩევნო  აქტივობები  არ გააშუქეს. ჩემს წინასაარჩევნო აქტივობებში თურქეთში მცხოვრები ლაზები მონაწილეობდნენ,მათ მოაწყეს კონცერტი თბილისობაზე, მცხეთობაზეც იყვნენ  ჩამოსული და ბათუმშიც.თუმცა  ტელევიზიებმა ნიუსის სახითაც არ გააშუქეს,  არდმოიდგინეთ იმ დონეზე იყო   ჩემი ბლოკირება. როგორც წესი ევრიპული ღირებულებები მასმედიის  თავისუფლებას და მაქიმალურად პარიტეტის დაცვას ნიშნავს. ერთ წუთიანი სიუჟეტიც კი არ გაუშუქებიათ, რა დაცვაზეა საუბარი. მხოლოდ ამ ორ საარჩევნო სუბიექტს აშუქებდნენ, იმიტომ, რომ  ზურაბიშვილს  და ვაშაძეს, ოცნებას და ნაცებს ერთმანეთი სჭირდებოდათ.

-ახლაც  სჭირდებათ?

-დიახ, ახლაც, სხვა არჩევნებში მონაწილე სუბიექტები მათთვის იყო დემოკრატიის მოსართავი, ხოლო რეალური კანდიდატები მოსახლეობამდე არც მიიტანეს, სხვა საკითხია ხმების მოპარვა რომ მოახდინეს.სასამართლო სავსეა არა მარტო ჩემი, არამედ სხვა ოპოზიციური კანდიდატების საჩივრებით. ეს იყო ყველაზე სამარცხვინო არჩევნები, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში რაც ჩატარებულა.

-თქვენი ამომრჩეველი ვინ იყო?

-ჩემი ამომრჩეველი იყვნენ ისინი, რომლებიც  ამბობდნენ,  არა ნაცებს, არა ქოცებს.  ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა იყო ძალიან  რეალური და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული.

-კერძოდ, რით იყო განსხვავებული?

ის,  რომ   ხელისუფლებამ უნდა აიღოს სესხი  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან  და დაურიგოს მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ  იმ ადამიანებს, რომლებმაც სახლ-კარი დაკარგეს, იმ შეღავათებით, რომელიც საერთაშორისო ბანკებს გააჩნიათ.

– „შავი სიის“ განულება რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?

2000 ლარის განულება ბევრი არაფერი არ არის, ძალიან ცოტას თუ  აქვს 2000 ლარიანი ვალი, მოსახლეობის დიდ ნაწილს უფრო დიდი ვალები აქვს და იხრჩობიან ბანკის ვალებში,600 000 ესეც არ მგონია ზუსტი ციფრი იყოს, ძლიან ბევრი ადამიანია „შავ სიაში“, რომელსაც უფრო დიდი ვალები აქვს. გასაგებია, რომ ეს პროცესი დიწყეს ნაციონალებმა და არ შეასრულეს, ეს პროცესი დაიწყო ოცნებამ და ისინი ამაზე არ იზრუნებენ.

ვალების განულება ხალხის მოტყუებაა?

კარგი იქნება თუ ვალებს გაყინავენ, ეს ნაციონალებს ჰქონდათ პროგრამაში და არც ოცნებას აქვს, ეს პარტიები არ არიან ხალხზე ორიენტირებული.

-ფიქრობთ, რომ  წინააარჩევნოდ ამ პრობლემის გამოტანა ხელისუფლების მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი იყო?

არა მგონია, მათხოვარს რომ ორი კაპიკი მისცე, ესეც შვებაა მათთვის, მაგრამ ჩენს საზოგადოებას უფრო ბევრი რამ სჭირდება.არ შეიძლება ადამიანს დაუკარგო, ის რაც გაკეთდა, მაგრამ  ამის გაკეთება შეიძლებოდა მთელი 6 წლის განმავლობაში და საზოგადოება უფრო მეტ შვებას იგრძნობდა, ამ ხელისუფლებას უფრო მარტივად შეუძლია გადაწყვიტოს ხალხის პრობლემები, უბრალოდ მათ ამის სურვილი არ აქვთ, არც ნაციონალებს ჰქონდათ ..

-ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ერთ წელიწადში დაალაგებს ქვეყანას.

-ასე მესმის 2007 წლიდან, მაშინ ერთად იყვნენ მიშა და ბიძინა და 15 წელია ერთად ურევენ ქვეყანას, რომელიმესთვის რომ დამეჯერებინა, მაშინ ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებდი და ახლაც არ დავიწყებდი ჩვენი მოძრაობის ფორმირებას.

რა მოძრაობას აყალიბებთ?

ეს არის ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა, რომელიც 2007 წელს დაარსდა და დღეს უკვე სრულყოფილ სახეს იღებს. ჩვენს მოძრაობას ბევრი ადამიანი უერთდება.

-ახალ პარტიას ქმნით?

-2007 წელს დაარსდა როგორ მოძრაობა, ახლა კი პარტიად ყალიბდება, რომელიც  გამოვა არჩევნებში და პრეტენზია ექნება, რომ მოიგოს   საპარლამენტო არჩევნები.

– მომავალ საპრლამენტო არჩევნებს გულისხმობთ?

-დიახ,  მომავალ რიგგარეშე საპარლამენტო  არჩევნებს, რომელიც ჩატარდება მომავალ წელს.

-ახალ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალას ქმნით?

ჩვენ ვქმნით ახალ ძალას და არა მესამე ძალას, რომელზედაც ლაპარაკობენ ძველი სახეები.

ვინ იქნებიან თქვენი მოძრაობის  ახალი სახეები?

ჩვენთან იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ადრე არ იყვნენ პოლიტიკაში, მთავარი აქცენტი გადატანილია ისტორიულ დიასპორაზე, უმეტესწილად თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე, ლაზებზე, რომლებიც წინააარჩევნო კამპანიაში მეხმარებოდნენ და ასევე იქნებიან ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები. ისინი ჩართვებიან ჩვენს მოძრაობაში და შეადგენენ ძირითად ბირთვს, დანარჩენი საზოგადოებისთვის, ვინც ეროვნული და ქრისტიანული იდეითა არიან  გამსჭვალული, მათთვის   ღიაა  ჩვენი მოძრაობის კარები.

ცნობადი სახეები თუ  იქნებიან თქვენთან?

-რა თქმა უნდა, მე მხარს მიჭერდნენ ცნობილი ადამიანები, მომღერლები, პოეტები, კომპოზიტორები.მათ ვიდეორგოლებიც განათავსეს  ჩემს გვერდზე. ახალ მოძრაობაში ჩაერთვებიან თუ არა  ამას მომავალი გვიჩვენებს.

-ვინ  დააფინანსებს ახალ ძალას?

-ჩვენ არ დაგვჭირდება ოცნებისა და ნაციონალების მსგავად დიდი ფინანსები, როცა მთელი პარტია -სახელფასო უზრუნველყოფაზე ჰყავდათ და მთელი პარტია ხელფასს იღებდა, მათ სჭირდებოდათ მილიონები. ჩვენ  ეს არ გვჭირდება, რადგანაც გვყავს იდეით თანამზრახველი ადამიანები, რომლებაც ფინანასური შენახვა არ დაგვჭირდება. რაც შეეხება, მცირე პარტიის აპარატს, მათ  ჩვენი მხარდამჭერების საშუალო ფენა შეინახავს. თვისობრივად ახალ პოლიტიკურ ძალას ვქნით. იდეური მხარდამჭერები არ ჰყოლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც ოცნებას.

-ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროგნოზირებთ?

– აუცილებლად, იმიტომ რომ სახეზეა საშინელი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. მხოლოდ ობიექტურად და დემოკრადიულად ჩატარებული არჩევნები უშველის ქვეყანას.

რამდენიმე დღეში მეორე ტური ჩატარდება, როგორია თქვენი მოლოდინი?

მე ვერაფერს ვერ ვარაუდობ, ეს რომ იყოს დემოკრატიული არჩევნები მაშინ სხვა ამბავია.

-რომელი კანდიდატისკენ იხრებით?

არცერთისკენ, მე ოცნების უდიდეს დანაშაულად მიმაჩნია ის, რომ მე-20 საუკუნის ფაშიზმის მწარმოებელი ძალა პოლიტიკურ სივრცეში დატოვა, ისინი დანაშაულის  თანაზიარი გახდა. ვინ დანაშაულს ფარავს ის თანამონაწილეა, ოცნება არის ნაციონალების მიერ ჩადენილი ფაშისტური დონის დანაშაულის დამფარავი.

თქვენ რომ მოხვიდეთ ხელისუფლებაში გაასამართლებთ ნაციონალურ რეჟიმს?

-სისხლის სამართლის დამნაშავეები ყველანი უნდა გასამართლდნენ. მას არ აქვს ვადა.ბოლოს ფაშისტები დააპატიმრეს 90 წლის ასაკში. ადამიანის წამება არ შეიძლება არ დაისაჯოს საერთაშორისო სამართლით,  ვინც ამას არ გაასამართლებს, თავად იქნება თანამონაწილე ამ დანაშაულის.

პრეზიდენტობის  კანდიდატები ხშირად ხვდებიან პატრიარქს, ბოლოს მიაღწიეს იმას, რომ კანაფის კულტივაციის თემა დაიხურა, თქვენი აზრით,საბოლოოდ უარი  გადაიფიქრეს კანაფის კულტივაცია?

მე უნდობლობით ვარ განწობილი ორივე ძლის მიმართ, ისინი გააგრძელებენ საქართველოს ნარკომანიზაციას და  ბორდელიზაციას, გაუბედურებას იმიგრაციული მეთოდებით. ნაციონალების შემდეგ ოცნებამ ისეთი პროცესები გააგრძელა, რომ  მათ არანაირად არ ვენდობი.

თქვენ არ ენდობით, მაგრამ საზოგადოების     საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც ენდობა.

ძალიან მცირე ნაწილი ენდობა ოცნებას, ცეესკომ დააფიქსირა ამომრჩევლის  გამოცხადების 45 %-ტი, მათ შორის 20% არიან ის ადამიანები,რომელიც ყოველთვის აქტიურობს. „ქართული  ოცნების “ამომრჩეველმა ნაკლებად იაქტიურა, შესაბამისად გაბერილ 45% თუ დავიყვანთ 30-მდე, რეალურად ვინც მიიღო მონაწილეობა, აღმოჩნდება, რომ იქედან   ამ ძალებმა 37% მიიღო, რაც შეადგენს 10-12,%-ს, გამოდის, რომ ის მონაცემები, რაც ოფიციალურად ცესკომ დადო, ორივე საარჩევნო სუბიექტს საქართველოს მოსახლეობის 10-12 % უჭერს მხარს.ამ 10-12%-შიც ნახევარი ნაყიდი ხმებია.ქართული პოლიტიკური ბაზარი არის,  როგორც ბაზარში მიდიხარ და ხორცს ყიდულობ, ისე იყიდება ხმები.საზოგადოების  უმეტესი ნაწილი საპრეზიდენტო  კანდიდატებისაგან არცერთს არ უჭერს მხარს, ვაშაძესაც და ზურაბიშვილსაც მხოლოდ 100-100 ათასი იდეური მხარდამჭერი ჰყავს.ისინი, ვინც დასაქმებულია და პურს სჭამს, ან კიდევ ძალიან დიდ ფულს ღებულობს.ერთს ადმინისტრაციული რესუსი აქვს, მეორეს ფულით მოსყიდული ხალხი ჰყავს.

-მეორე ტურში ნაყიდი ხმები იქნება?

მეორე ტურში ჩართვება ის ნაწილი, როომელიც პირველ ტურსი არ მოანაწილეობდა, ოცნება მიიღებს ხმებს „არა, ნაცებს, არა მიშას!“ ანუ ოცნება მიიღებს იმ ხმებს, რომელიც მათ ხმას არ უჭერს, ეს იქნება ნაცების მოსაცილებელი ერთჯერადი მხარდაჭერა, ეს კი იქნება დიდი პროცენტი, მათ გააცოცხლეს და სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი დააჭერინეს იმ დაძინებულ საზოგადოებას, რომელსაც ოცნება არ მოსწონდა, იმის გამო, რომ  ნაციონალები არ მოვიდნენ. თუ ლოგიკურად განვითარდა მოვლენები ოცნება გაიმარჯვებს.

რა მოხდება არჩევნების შემდეგ, არეულობას და ქუჩის აქციებს უნდა ველოდოთ?

-აუცილებლად იქნება მძიმე პოლიტიკური დაპირისპირება, ვერ გეტყვით, რა სცენარი უწერიათ, საზღვარგარეთ. არ ვიცი, დაძაბულობა იქნება, მიტინგები, გამოსვლები, რომელიც ავტომატურად მოიტანს იმას, რომ გამოცხადდეს რიგგარეშე არჩევნები, რაც დაასტაბილურებს პოლიტიკურ სიტუაციას.

რიგგარეშე არჩევებს მომავალი წლის შემოდგომაზე მაინც უნდა ველოდოთ.

ეთერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com