ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გიორგი აბდალაძე: „ბატონო გრიგოლ, ახლა აღარ გახსოვარ? სურათებს გიღებდი…კაცობა არ გეყო ვანო მერაბიშვილისთვის გეთქვა.რომ შენს სამინისტროში არაფერი დაკარგულა…. ციხეში გამიშვით და მაწამეთ…“(ვიდეო)

გიორგი აბდალაძე: „ბატონო გრიგოლ, ახლა აღარ გახსოვარ? სურათებს გიღებდი…კაცობა არ გეყო ვანო მერაბიშვილისთვის გეთქვა.რომ შენს სამინისტროში არაფერი დაკარგულა…. ციხეში გამიშვით და მაწამეთ…“(ვიდეო)

 

სკანდალური ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს  ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მერე შეიწყალეს,

“რთული ბრძოლა აწი იწყება. იყო ორი მაღალჩინოსანი. სააკაშვილის ბრძანების გარეშე არავინ არაფერს არ აკეთებდა ამ ქვეყანაში… როგორ კეთდებოდა ყველამ კარგად იცის… ჩვენ გადავრჩით… ყველამ იცის როგორ დასრულდა თეთრაძის საქმე…”, – განაცხადა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ გადაცემა “პრიორიტეტის” ეთერში.

შეგახსენებთ, ოთხი ფოტორეპორტიორი  – ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს დააკავეს. ასევე დაკავებული იყო “ასოშეიტედ პრესის” თანამშრომელი შაჰ აივაზოვი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ  ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება.

გრიგოლ ვაშაძე:

 

პირველმა არხმა მოიძია საარქივო ვიდეომასალა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 2011 წლის ივლისში ფოტოგრაფების დაკავების საქმეზე საუბრობს. ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2011 წლის 18 ივლისის 15:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.

2011 წელს გაკეთებულ კომენტარში იმ პერიოდის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს: „თქვენ იცით, რომ საქმეში არის უკიდურესად მძიმე მტკიცებულებები, ეს მტკიცებულებები წარედგინება სასამართლოს, მეორე – სულ ყველა ბრალდებულებმა მისცეს აღიარებითი ჩვენებები. მე უკვე ნათქვამი მქონდა თქვენს წინა შეხვედრაზე, რომ ეს ასეც მოხდება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმეში არის უკიდურესად მძიმე მტკიცებულებები. რაც შეეხება  ე.წ. ზოგიერთი ჩვენი მასმედიის, ჩვენი პრესის რეაქციას, სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან იძლევიან სრულიად უსაფუძვლო შეკითხვებს, მაგალითად, იმას ჰქონდა დაშვება, თუ არა. გეგონება, ჯაშუში მოქმედებს იმის მიხედვით, რაზე აქვს დაშვება, ან არა. ისიც მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჩვენს სამართალდამცველებს ბოდიშს ჟურნალისტები მაშინ, როდესაც სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ახლა საქმეშია“.

დღეს ფოტორეპორტიორებმა ნათია და ირაკლი გედენიძეებმა ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების 2011 წლის 18 ივლისის მასალა გაავრცელეს, სადაც მაშინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მათ მძიმე ბრალდებებს უყენებდა.

მათ საპასუხოდ დღეს გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ფოტოგრაფების საქმეზე მსგავსი რამ არასდროს უთქვამს.

„არასოდეს ეს არ მითქვამს. ნუ ამახინჯებთ ჩემს ციტატებს. არასოდეს ასეთი რამ არ მითქვამს, არასდროს. მე ვიძახდი, რომ სამართალდამცავები და პროკურატურა ამბობს, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები და ისინი გაერკვევიან ამ საქმეში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღეს გიორგი აბდალაძე  პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს:(იხ. ვიდეო)

წყარო:„პირველი არხი“

გიორგი აბდალაძე გიგოლ ვაშაძეს პასუხობს

"ბატონო გრიგოლ გამარჯობა, მე ვარ გიორგი აბდალაძე" – ფოტორეპორტიორი გრიგოლ ვაშაძეს ფოტოგრაფების საქმეს ახსენებს #POSTV

Posted by POSTV – ახალი ამბები on ხუთშაბათი, 01 ნოემბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com