ახალი ამბები
Home / Uncategorized / გილოცავთ- ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი გიორგი თევზაძე იუბილარია

გილოცავთ- ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი გიორგი თევზაძე იუბილარია

საინფორმაციო სააგენტო სააგენტო „ჯეომედიაპრესი“ უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს ულოცავს 55 წლის იუბილეს ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი გიორგი თევზაძე იუბილარია, რომლის უფლებადამცველის მოღვაწეობა დღემდე ათეულობით წლეებს ითვლის, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ადამიანის უფლებების დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაში, მისი როგორც ადამიანის უფლებების დამცველის მოღვაწეობა სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1987 წლიდან, მაშინ როდესაც კომუნისტური ხელისუფლება დევნიდა მათვის განსხვავებული იდეოლოგიის მქონე მოაზროვნე პიროვნებებს რომლებისათვისაც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს თავისუფლების იდეა, ადამიანის უფლებების დაცვა, ეროვნული ღირებულებები და ერის გამოღვიძება, იმ პერიოდში ასეთი სოფლმცედველობის პიროვნებები არც თუ მრავალრიცხოვანი იყო რომლებსაც საზოგადოება და ხელისუფლება დისიდენტებად მოიხსენიებდნენ , მათ შორის გახლდათ იმ პერიოდისათვის სრულიად ახალგაზრდა ეროვნული ღირებულებებით აღსავსე პატრიოტი პიროვნება იმ პერიოდისათვის 21 წლის ბატონი გიორგი თევზაძე. რომელიც 1987 წლიდან აქტიურად ჩაერთო ახლად ფეხადგმულ ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობაში, ეროვნულ მოძრაობის პირველივე წლეებში ორგანიზაციის ჩამოყალიბებისთანავე 1988 წელს ჯერ საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების დაფუძნების ინიციატორს წარმოადგენდა და ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული გმირი ეროვნული მოძრაობის ლიდერი ბატონი მერაბ კოსტავა, ხოლო მისი ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, წმინდა ილია მართლის საზოგადოებას თავმჯდომარეობდა ეროვნული მოძრაობის ლიდერი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია. გიორგი თევზაძე გახლავთ საქართველოში ეროვნული მოძრაობის პერიოდში ყველა საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილე მათ შორის 1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციის მონაწილე და დაზარალებული. 1991 წლის დეკემბრამდე გიორგი თევზაძე გახლდათ (მრგვალ მაგიდაში შემავალი) საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღსანიშნავია, რომ იყო გახლდათ პირველი პრეცენდენტი საქართველოში პირველი ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი შექმნის, რომლის კომიტეტის პირველი თავმჯდომარე გახლდათ სრულიად ახალგაზრდა პიროვნება გიორგი თევზაძე, ხოლო საქართველოში განხორციელებული პუჩის შემდეგ 1992 წლიდან გიორგი თევზაძემ დააფუძნა და თავმჯდომარეობდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდს, ეს იყო საქართველოში მესამე სექტორის სტატუსით ორგანიზაციის დაფუძნების იშვიათი პრეცედენტი რომელიც იმუშავებდა ადამიანის უფლებების მიმართულებით იმ პერიოდში როდესაც ქვეყანას მართავდა სახელმწიფო საბჭო და სუფევდა განუკითხაობა ადამიანის უფლებების მიმართულებით სწორედ გიორგი თევზაძის მისი თანამოაზრეთა აქტიური საქმიანობით არაერთი მოქალაქის კანონიერი უფლებები იქნა დაცული როგორც წინასწარ გამოძიებაში ასევე სასამართლო პროცესებზე და ადმინისტრაციულ ორგანოებში, გიორგი თევზაძე გახლდათ იმ პერიოდისათვის პოლიტიკური პატიმრების პეტრე გელბახიანის და ირაკლი დოკვაძის გადარჩენის კომიტეტის აქტიური წევრი, ხოლო უზენაეს სასამართლოში იმ პერიოდისათვის პოლიტპატიმრებს იცავდნენ ორგანიზაციის წევრები ადვოკატის სტატუისით, აგრეთვე უზენაეს სასამართლოში მივლინებიული იყო აღნიშნული ორგანიზაციიდან საზოგადოებრივი დამცველის სტატუსით წარმომადგენელი, იმ პერიოდისათვის ეს საკმაოდ პრინციპულ და თამამ ნაბიჯს წარმოადგენდა მაშინ როცა იარაღის ძალით მოსული ხელისუფლება მართავდა ქვეყანას და ქვეყანაში სუფევდა სრული განუკითხაობა ადამიანის უფლებების იგნორირება სწორედ ასეთ პერიოდში როგორც მედიით ასე საჯაროთ გამოსვლებისას გიორგი თევზაძე ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ

დამოკიდებულებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკთხებზე და გადაწყვეტილებებზე ხელისუფლების მხრიდან გახშირებული უფლებადარღვევების ფაქტების შესახებ. ორგანიზაცია გამოსცემდა პერიოდულ გაზეთს „მრწამს „ ხოლო 1997 წელს მაშინ როდესაც საქართველოს იმ დროინდელი ხელისუფლება ცდილობდა საზოგადოებაში შეეტანა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მიმართ მოსახლეობაში ნიჰილიზმი საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდმა რომლის თავმჯდომარე გახლდათ გიორგი თევზაძე დააწესა საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი, საქართველოში ადამიანის უფლებების საზოგადოებაში პოპულარაზაციისათვის და დამკვიდრებისათვის, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით 1997 წლის 10 დეკემბერს პირველი (ჯერჯერობით ერთადერთი) საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი მიენიჭა საქართველოს ეროვნულ გმირს ეროვნული მოძრაობის ლიდერს ცნობილ უფლებადამცველს ბატონ მერაბ კოსტავას, (გარდაცვალების შემდეგ ) საპატიო სიგელი და ოქროს მედალიონი აღნიშნული ჯილდო გადაეცა მერაბ კოსტავას სახელობის თეატრში სეზეიმო ვითარებაში ოლღა დემურია კოსტავას თხოვნით მერაბ კოსტავას სახლმუზეუმის წარმომადგენელს მერაბ კოსტავას დეიდაშვილს ციცინო მაღლაფერიძეს რომელიც ამჟამად ინახება მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში. ეს იყო ერთის მხრივ წარმოადგენდა არსებული ეგრწ. ხელისუფლების მიერ დაწყებული ეროვნული წარმომადგენლების მიმართ უსაფუძვლო სამარცხვინო კანპანიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტს, ხოლო მეორეს მხრივ იმ უდიდესი ღვაწლის დაფასება რომელიც მიუძღვის საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას. 1998 წელიდან ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის წევრთა ბაზაზე გიორგი თევზაძის ინიციატივით დაფუძნდა ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია რომელსაც დღემდე გიორგი თევზაძე ხელმძღვანელობს, დაფუძნების დღიდან ორგანიზაცია არაერთ მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა ადამიანის უფლებების მიმართულებით. რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. მაგალითისათვის ავღნიშნავთ თუნდაც ორგანიზაციის აქტივობას რომელიც დაკავშირებული იყო პატიმართა უფლებების დაცვასთან და საქართველოს პენიტენციული სისტემის მონიტორინგის განხორციელებასთან, ორგანიზაცია იყო არაერთი საერთაშორისო კომფერენციების მონაწილე. 2000 წლიდან გიორგი თევზაძე საერთაშორისო ორგანიზაციის „ამინისტია ინტერნეიშელის“ პერსონალური წევრია. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია გამოსცემდა გაზეთებს „ადამიანის უფლებები“. ასევე მისი თანამონაწილეობით და კონსულტირებით გამოდიოდა გაზეთი „თეთრი ბაირაღები“ რომელიც განკუთვნილი იყო პატიმრობაში მყოფი პირებისათვის და სასჯელაღსრულების უწყების დახმარებით ეცნობოდნენ პატიმრობაში ყოფი პირები. ადამიანის უფლებების აქტიური მოღვაწეობასთან ერთად გიორგი თევზაძე აქტიურად ეწევა საადვოკატო საქმიანობასაც 1997 წლიდან გახლავთ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი-ადვოკატი, როგორც ადვოკატმა მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და მოიპოვა საზოგადოებაში მაღალი ნდობა და ავტორიტეტი. რაზეც მის მიერ უამრავი წარმატებით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებიც მიუთითებს, მათშრის შეიძლება გავიხსენოთ ერთერთი წარმოებული საქმე მაგალითისათვის; ჟურნალისტი გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე რომლის საქმეზეც პირველად სამართალდამცველმა უწყებამ სრულიად უდანაშაულოო პიროვნება დავით გელაშვილი დააკავა და ძალოვანი უწყებები ცდილობდა ასე „გაეხსნათ „ საზოგადოენისათვის ცნობილი ეს საქმე, უფრო მეტიც იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი დავით გელაშვილს მთავრობის სხდომაზეც და პირდაპირ სატელევიზიო ეთერშიც მას ბრალდებულად მოიხსენიებდნენ მხოლოდ ერთადერთ ადამიანს საქმის შესწავლის შემდეგ მის ადვოკატს გიორგი თევზაძეს სჯეროდა დავით გელაშვილის უდანაშულობის მაშინ როცა იმ პერიოდისათვის გიორგი თევზაძის საქმის წარმოებაში

ჩართვამდე ეგრწ.ცნობილი ადვოკატებმა უარი თქვეს დავით გელაშვილის საქმის წარმოებაზე, სწორედ გიორგი თევზაძე იყო ის ადვოკატი რომელმაც დავით გელაშვილის ოჯახის წევრების მიმართვის შემდეგ მისი გადაწყვეტყილებით სრულიად უსასყიდლოდ დაიწყო დავით გელაშვილის ინტერესების დაცვა, ხოლო ადვოკატის დიდი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ სამართალდამცველი სტრუქტურები იძულებული გახდნენ ეღიარებინათ დამარცხება და შემდგომ აღნიშნულ საქმეზე დააკავეს ვინმე ხურცილავა, ასე გადარჩა პროფესიონალი ადვოკატის და უფლებადამცველის ბრძოლის შედეგად უდანაშაულო პიროვნება უკანონო ბრალდებას და წლობით უკანონო პატიმრობას. როგორც იტყვიან – ვინც თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინა, მან გადაარჩინა მთელი სამყარო, სწორედ ამ მოცემულ შემთხვევაშიც სრულიად სამართლიანად მიგვაჩნია ანალოგიური შედარება. საერთოდ პიროვნების საქმიანობასა და ღვაწლზე ზოგჯერ თავად პიროვნებების განვლილი ეკლიანი და სუფთა გზა და მდიდარი საინტერესო ბიოგრაფია მიანიშნებს ყოველგვარი შელამაზების გარეშე, სწორედ ასეთი პიროვნება გახლავთ ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი გიორგი თევზაძე. გიორგი თევზაძე. ბიოგრაფია დაიბადა 1966 წლის 5 აპრილს. დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. 1984 წლიდან კონოსტუდია “ქართული ფილმის” დამდგმელი რეჟისორის ასისტენტი; 1987 წლიდან ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1991 წლის დეკემბრამდე “მრგვალი მაგიდის” სრულიად საქართველოს “წმინდა ილია მართლის საზოგადოების” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; 1992 წლიდან საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის ფონდის, თანადამფუძნებელი, პრეზიდენტია 1997 წლიდან საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი; 1998 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია, დამფუძნებელი, პრეზიდენტი. 2000 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაცია „ამინესტი ინტერნეიშელის“ პერსონალური წევრი 2000 –2004 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემის დამოუკიდებელი კონტროლის საბჭოს წევრი; 2002–2004წწ. საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის საზოგადოებივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე; 2006 წლიდან, სსიპ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 2009 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2010 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში არჩეული სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი და ანალიტიკური კომისიის წევრი; 2011 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციში ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის წევრი; 2011 წლიდან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის წევრი ორგანიზაციის – ომის, კონფლიქტების, შეიარაღებული ძალების, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭოს (ფედერაციის) თავმჯდომარის მოადგილე, კურატორი იურიდიულ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხებში; 2011 წლიდან ვეტერანული ორგანიზაციების მიერ არჩეული საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენი; 2012 წლის 12 იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს შორის გაფორმებული “ურთიერთთანამშრომლობის შესახებ” მემორანდუმის მხარე; 2012 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში, როგორც ვეტერანთა ომბუდსმენის მონაწილეობა მოქმედ სამედიცინო და სოციალურ საკითხთა კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსით; 2012 წლის სექტემბერ–დეკემბრის თვეებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი; 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “თქვენი უფლებებისათვის” სპიკერი; 2013 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ დამკვირვებლის სახით მიწვეული წევრი ვეტერანთა სტატუსის დამდგენ კომისიაში; 2013 წლიდან (ადვოკატთა წევრთა საერთო კრების მიერ ) არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელი საბჭოს წევრად. 2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის თავმჯდომარე, 2014 წლიდან არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარედ, 2014 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოცაიციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის თანათავმჯდომარედ; 2014 წლიდან არჩეულია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომიტეტის წევრად; 2014 წლიდან სახელმწიფო უწყებათაშორისო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრი; 2014 წლიდან სისხლის სამართლის რეფორმის, პენიტენციალური სისტემის რეფორმების სამუშაო ჯგუფის წევრი; 2015 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2016 წლიდან არჩეულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების თავმჯდომერედ; 2017 წლის დეკემბრიდან (მეორე ვადით ) სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში არჩეული იქნა წევრად; 2018 წლიდან არჩეული იქნა ა(ა)იპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრის გამგეობის წევრად; 2019 წლიდან სსიპ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მენტორი ადვოკატი. 2020 წლიდან სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში არის მენტორ ადვოკატი 2020 წლიდან საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის ქართული კულტურისა და ცნობიერების დაცვის ცენტრის, ხელოვანთა და მეცნიერ-მწიგნობართა საბჭო, წევრი. (რომლის საბჭოს წერება წარმოადგენენ, ისტორიკოსი-აკადემიკოსი – როინ მეტრეველი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ისრაელიდან – შალვა წიწუაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – მაკა კაჭკაჭიშვილი, და არაერთი საზოგადოების სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები ) 2020 წლიდან არჩეულია ( აიპ)საქართველოს ანტიკორუფციული, ანტიმონოპოლიური, და ნეგატიური ფაქტების შესწავლისა და რეაგირების საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე არჩეულია “თევზაძეების საგვარეულო კავშირის” გამგეობის წევრად და აღმასრულებელ მდივნად, 2020 წლიდან (ააიპ) ფონდი -„ ქართული სტიმულის“ გამგეობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. სხვადასხვა წლეებში; საქართველოს სამეფო კლუბის დამსახურებულ წევრად და სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარედ; იტალიის წმინდა აბროსი მარტვილის სახელობის აკადემიამ აირჩია აკადემიის წევრად. იყო არაკომერციული გაზეთების “მრწამსი”–ს, “, ადამიანის უფლებებისა და არგუმენტები-ს”–ს, დამფუძნებელი და რედკოლეგიის თავმჯდომარე; არაერთი საერთაშორისო შეხვედრებისა და კონფერენციების მონაწილე, პუბლიკაციების და კვლევის ავტორი / თანაავტორი. ჰყავს ოჯახი და სამი შვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს (ვიდეო)

https://www.facebook.com/newpostsgeorgia/videos/1353565805017347 კომპანია ენკას ბაზასთან აქციას რიონის ხეობის დამცველების აქცია გაი მართა, ისინი ითხოვდნენ, რომ კომპანიამ სოფელი ნამოხვანი ...