ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / გილოცავთ ბზობის დღესასწაულს

გილოცავთ ბზობის დღესასწაულს

რისტიანული ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირას იესოს იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს. ამ დღესასწაულს ბზობას ვუწოდებთ.

მოძრავი დღესასწაული ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.

მისი შინაარსი გადმოგვცემს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავს.

უფალს ხალხი ზეიმით შეეგება. სამოსელსა და პალმის ტოტებს უფენდნენ გზაზე, თან “ოსანას”შესძახოდნენ.

ბზობის დღესასწაულზე მრევლის მიერ მიტანილი ბზები იკურთხება, იგალობება “ოსანა”, რაც სიმბოლურად აღნიშნულ ისტორიას იმეორებს.

ბზობის დღესასწაულის შესახებ “ამბიონს”ესაუბრება, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი: “ბზობა ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულთაგანია, რომელიც აღდგომის წინა კვირას აღინიშნება და IV საუკუნიდან იღებს სათავეს.

ამ დღეს უფალი იერუსალიმში შევიდა, როგორც ქვეყნიერი მეფე, ამხედრებული “კვიცსა კარაულისასა”.

ხატებზეც გვაქვს გამოსახული ეპიზოდები, რაც უფლის იერუსალიმში შესვლას განასახიერებს.

ხალხმა საზეიმო შეხვედრა მოუწყო მაცხოვარს. უგებდნენ პალმის რტოებს, შესამოსელს უფენდნენ, როგორც დიდებით ამქვეყნიურ მეფეს ხვდებოდნენ ხოლმე თავის სატახტო ქალაქში.

ამ დროს თავად უფალი დაღვრემილია, ცრემლი სდის და დანარჩენი ყველა ხარობს მაცხოვრის შეხვედრისას. უწყოდა ქრისტემ, თუ რა ელოდებოდა…

სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მაცხოვარს “ოსანას” ძახილით შეხვდნენ და ყვიროდნენ: ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა, – ოთხშაბათს გასცემდნენ, ხოლო პარასკევს ჯვარს აცვამდნენ უფალს.

ბზობის სახარებაში გარდამოცემულია, რომ იერუსალიის ტაძარში უფალმა მეკერმეებს დაუნგრია ტაბლები. იქ ვაჭრობა მიმდინარეობა. მაცხოვარი ასეთი სიტყვებს ეუბნება მათ: “ნუ ჰყოფთ სახლ მამისა ჩემისასა ავაზაკთა”, სადაც ვაჭრობაა, იქ მოტყუებაც არის. ამ შემთხვევაში უფალი იქცევა როგორც ადამიანი, საბლით, ანუ შოლტით გამოდევნის ტაძრიდან ვაჭრებს. აქ ძალის დემონსტრირება კი არ ხდება, არამედ უფალი იქცევა როგორც პატრონი, რომლის ნათქვამსაც არ იგებენ ადამიანები. ეს გახლავთ მოწოდება: ჩვენ ვიგებთ უფლისას? ხშირ შემთხვევაში ვიცით, რომ არ არის ჩვენი ქმედება ღვთის წინაშე სწორი, მაგრამ მაინც ჩავდივართ ცოდვას. ამიტომ სანამ უფალი შენთან მოვა “შოლტით” და გაგაგდებს ტაძრიდან, უმჯობესია, თავად მიხვდე საკუთარ შეცდომას.

რისთვის ვმარხულობთ? – გვინდა, რომ უფალს მივეახლოთ, მის ბრწყინვალე აღდგომას შევხვდეთ განწმენდილები. ამ დროს განსაკუთრებულად უნდა ვეცადოთ, რომ განვერიდოთ ჩვენს ცოდვიან ცხოვრებას.

მარხვა – ეს არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა. “უგუნურია ის ქრისტიანი, რომელიც სასმელს და საჭმელს განეკრძალება, ხოლო თავის ცოდვიან ცხოვრებას არ განეშორება”. აქედან გამომდინარე, ადამიანი უნდა ცდილობდეს, განეშოროს ცოდვიან ცხოვრებას, რათა უფლის აღდგომას გამართლებული შეხვდეს.

ბზობის დღესასწაულზე უნდა მივიდეთ ეკლესიაში, მივიღოთ მონაწილეობა წირვა-ლოცვაში. წამოვიღოთ ნაკურთხი ბზა.

ღმერთმა დაგლოცოთ, ბედნიერ ბზობასა და აღდგომას დაგასწროთ!”

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com